"ოცნებაში" ე.წ.-მა ქორებმა გაიმარჯვეს, მთავარი ქორი კობახიძეა" - ხმალაძე
პოლიტიკა - 16:32, 18 Feb, 2021     775

კონსტიტუციონალისტი ვახტანგ ხმალაძე ეხმაურება მმართველ გუნდში განვითარებულ მოვლენებს და აცხადებს, რომ "ამ წუთის მდგომარეობით "ოცნებაში" ე.წ.-მა ქორებმა გაიმარჯვეს".

მისივე შეფასებით, მთავარი და პირველი ე.წ. ქორი ხელისუფლებაში, ირაკლი კობახიძეა.

ვახტანგ ხმალაძე ამბობს, რომ გიორგი გახარიას მხრიდან გადადგომის შესახებ გადაწყვეტილების მიღებას არ გამორიცხავდა, თუმცა არა მელიას საკითხთან დაკავშირებით.

"გიორგი გახარიამ გადადგომისას რა განცხადებაც გააკეთა, ეს საფუძველს მაძლევს ვივარაუდო, რომ ამ წუთის მდგომარეობით, "ქართულ ოცნებაში" გაიმარჯვეს ე.წ. ქორებმა. ქორების გამარჯვების შემთხვევაში, მოსალოდნელია პრემიერ-მინისტრად იქნას წარდგენილი ქორი და არა მტრედი.

ქორებში ვგულისხმობ იმას, ვინც არ დათანხმდა იმას, რასაც გახარია ამბობდა. მათ შორის, რასაკვირველია, კობახიძეს და ის ერთ-ერთი პირველი ქორია, გარეგნულად რაც ჩანს. კულისებში შეიძლება უფრო მეტი ქორებიც არსებობენ, მაგრამ საზოგადოებას ელაპარაკებიან ქორები, კობახიძის სახით.

ზოგადად, გადაწყვეტილებას გადადგომის თაობაზე არ გამოვრიცხავდი, არა უშუალოდ მელიას ამბავთან დაკავშირებით, ზოგადად. იმიტომ რომ, გახარიას მოქმედებებიდან გამომდინარე, მიუხედავად იმისა, რომ არა ერთი მოქმედება მიმაჩნდა არასწორად და გაუმართლებლად, მის მოქმედებებში მაინც ყოველთვის ჩანდა ლოგიკური ანალიზი და ლოგიკური მოქმედება, მათ შორის, უკან დახევის უნარიც. მას შეეძლო უკან დაეხია, თუკი ხედავდა, რომ ვითარების დაძაბულობის მოხსნისთვის, ეს უკან დახევა იყო მნიშვნელოვანი და მას გაუკეთებია ასეთი გადაწყვეტილებები. ასეთი რამ მე ვერ შევამჩნიე კობახიძეს," - განაცხადა ვახტანგ ხმალაძემ "რუსთავი 2"-თან.

შეგახსენებთ, რომ პრემიერ-მინისტრმა, გიორგი გახარიამ, თანამდებობას დატოვა - როგორც გახარიამ განმარტა, მას გაუმართლებლად მიაჩნია ნიკა მელიას დაპატიმრება იმ პირობებში, როდესაც არსებობს პოლიტიკური ესკალაციის საფრთხე, გადადგომის მიზეზია ის, რომ აღნიშნულთან დაკავშირებით გუნდთან შეთანხმებას ვერ მიაღწია.






მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42