მელიას შესაძლო დაკავება კითხვებს აღძრავს ქვეყანაში შერჩევითი სამართლისა და კანონის უზენაესობასთან დაკავშირებით - ლიეტუვა
პოლიტიკა - 15:52, 18 Feb, 2021     695

ლიეტუვის საგარეო საქმეთა სამინისტრო საქართელოში მიმდინარე პოლიტიკურ პროცესებს ეხმაურება და შეშფოთებას გამოთქვამს ნიკა მელიას მიმართ სასამართლოს ვერდიქტის გამოტანაზე. უწყების განცხადებაში ნათქვამია, რომ ეს ნაბიჯი მმართველ პარტიასა და ოპოზიციას შორის მოლაპარაკებების შანსს ამცირებს და ქვეყანაში შერჩევითი სამართლის ეჭვს აჩენს:

"ლიტვის საგარეო საქმეთა სამინისტრო შეშფოთებულია საქართველოში არსებული პოლიტიკური მდგომარეობით. პარლამენტის გადაწყვეტილება მთავარი ოპოზიციური პარტიის, ერთიანი ნაციონალური მოძრაობის ლიდერისთვის, ნიკა მელიასთვის იმუნიტეტი შეეჩერებინათ და პოლიტიკოსის შესაძლო დაკავება ამცირებს მმართველ პარტიასა და ოპოზიციას შორის დიალოგის შესაძლებლობას, აღძრავს კითხვებს ქვეყანაში შერჩევითი სამართლისა და კანონის უზენაესობასთან დაკავშირებით.

დასანანია, რომ ქართველმა პოლიტიკურმა ლიდერებმა ამ დრომდე არ გამოიყენეს ყველა შესაძლებლობა გადაეწყვიტათ შემოდგომის საპარლამენტო არჩევნებთან დაკავშირებული აზრთა სხვადასხვაობა. ვურჩევთ საქართველოს ხელისუფლებასა და ოპოზიციას თავი შეიკავონ მოქმედებებისგან, რომლებიც ჩიხში შეიყვანს პროცესს და გაყოფს საზოგადოებას, ასევე ვურჩევთ, თავი შეიკავონ მოქალაქეების წინააღმდეგ ძალის შესაძლო გამოყენებისგან. დარწმუნებულები ვართ, რომ საქართველოს სჭირდება ხელისუფლება, რომელსაც შეუძლია მიიღოს მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებები, რომლებიც ხალხის ინტერესებშია, როგორც ბოლო პერიოდის გამოწვევების ფონზე, ასევე საქართველოსა და ევროკავშირის ასოცირების შეთანხმების ფარგლებში გასატარებელი რეფორმების კონტექსტში" - ნათქვამია განცხადებაში.

რაც შეეხება ლიეტუვის საგარეო საქმეთა მინისტრს, გაბრიელიუს ლანდსბერგისმა ქართველ პარტნიორებს სიტუაციის დეესკალაციისა და ნორმალიზებისკენ მოუწოდა:

"მოვუწოდებთ ჩვენს პარტნიორებს საქართველოში, დაშორდნენ წითელ ხაზს, გამოიყენონ სიტუაციის დეესკალაციის შესაძლებლობა, მოძებნონ მდგომარეობის ნორმალიზების გზები და დაუბრუნდნენ კონსტრუქციულ დიალოგს" - განაცხადა ლანდსბერგისმა.

ხვალ კი ლიეტუვის საპარლამენტო დელეგაცია საქართველოში ჩამოვა და ოპოზიციონერ ლიდერებს შეხვდება - ამის შესახებ ლიეტუვის პარლამენტის წევრმა ზიგიმუნდ პავილიონმა განაცხადა.







მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42