ისევე, როგორც ენმ-ს ოფისში შეკრებილი ოპოზიციური სპექტრი, პოლიტიკოსი ელენე ხოშტარიაც თვლის, რომ აუცილებელია მოლაპარაკებების გაგრძელება, რათა ქვეყანაში არსებული პოლიტიკური კრიზისი განიმუხტოს. მისი შეფასებით, გახარიას გადადგომამ ეს კრიზისი კიდევ უფრო მეტად გამოკვეთა:
“გახარიას გადადგომამ გააშიშვლა სისტემა კონკრეტულად როგორც მელიას საქმესთან დაკავშირებით, ასევე ზოგადად, პოლიტიკურ დევნასთან დაკავშირებით და მთელი ეს კრიზისი გახადა აბსოლუტურად ცხადი. რა თქმა უნდა, ეს ქმნის იმის შესაძლებლობას, რომ დავიწყოთ ფიქრი კრიზისის განმუხტვისთვის. კერძოდ, დავიწყოთ საუბარი რიგგარეშე არჩევნებზე და პოლიტიკური დევნის სრულ დასრულებაზე. რაც არ უნდა გაჯიუტდეს ირაკლი კობახიძე და მთელი ეს აგრესიული რადიკალური ჯგუფი, ეს არის ერთადერთი გზა. დღეს ოპოზიცია არის ბევრად უფრო ძლიერი ამ გამოსავლის ძიებაში, ვიდრე იყო რამდენიმე ხნის წინ. ძლიერია იმიტომ, რომ იყო პრინციპული, ერთიანი და არ აყვა შანტაჟს”, - განაცხადა ხოშტარიამ.
მასალის გამოყენების პირობები






