სრული დაბნეულობა და ქაოსი ივანიშვილის გუნდში - ვინ მიდის, ვინ რჩება და ვინ გახდება პრემიერი? - რა ხდება "ქართულ ოცნებაში" გახარიას გადადგომის შემდეგ
პოლიტიკა - 14:47, 18 Feb, 2021     7816
"ქართულ ოცნებაში" მონასტერი აირია - მას შემდეგ, რაც პრემიერმინისტრი გიორგი გახარია თანამდებობიდან გადადგა და ეს გადაწყვეტილება ნიკა მელიას საქმეს დაუკავშირა, მმართველ პარტიაში სრული ქაოსია.

გახარიას გადადგომის შემდეგ, კიდევ ერთხელ დადასტურდა, რომ მოსამართლე ნინო ჩახნაშვილი გუშინ მიღებულ გადაწყვეტილებაში დამოუკიდებელი არ ყოფილა და მმართველი პარტიის დირექტივა შეასრულა.

ირაკლი კობახიძეს დღეს მოუწია ეღიარებინა ისიც, რომ უთანხმოება გადაწყვეტილების აღსრულების ვადებს უკავშირდებოდა.

შეგახსენებთ, რომ "ნიუპოსტი" რამდენიმე დღის წინ აქტიურად წერდა, რომ იარკლი კობახიძეს პრემიერ გახარიას "მოშორებას" და გაპრემიერებას აპირებდა.

რა ხდება "ოცნებაში" გახარიას შემდეგ და ვინ განიხილება პრემიერის პოსტზე?

დიდი ალბათობით, მმართველი პარტია მხარს ირაკლი კობახიძეს დაუჭერს, რომელიც მელიას დაჭერით ღიად დღეს კიდევ ერთხელ დაემუქრა.

ასევე, არსებული ინფორმაციით, საქართველოს პრემიერ მინისტრის პოსტზე ივანიშვიულის გუნდი განიხილავს კიდევ ორ კანდიდატს - ეკატერინე ტიკარაძესა და თეა წულუკიანს.

ვრცელდება ასევე ინფორმაცია, რომ პრემიერობა სურს ირაკლი ღარიბაშვილსაც, რომელიც თავდაცვის მინისტრის პოსტს იკავებს.

ასევე, არსებული ცნობების თანახმად, გახარიას კადრებს მთავრობასა და ძალოვან სტრუქტურებს დაატოვებინებენ.

თანამდებობა შეიძლება დატოვოს საგარეო საქმეთა მინისტრმა დავით ზალკალიანმა, რომელიც გახარიამ ვიცე-პრემიერად დანიშნა. მას, სავარაუდოდ, კახა კუჭავათი ჩაანაცვლებენ.

თანამდებიბიდან შესაძლოა გაუშვან ნათია თურნავა, ეკონომიკის მინისტრად კი ივანე მაჭავარიანი ვიხილოთ.








მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42