პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე, ნიკოლოზ სამხარაძე აცხადებს, რომ გახარიას გადადგომა მისთვის მოულოდნელი იყო.
სამხარაძის ინფორმაციით, გიორგი გახარიამ პრემიერ-მინისტრობიდან გადადგომასთან ერთად, პარტიაც დატოვა.
"პრემიერის გადადგომა ნამდვილად მოულოდნელი იყო და ამ გადაწყვეტილების შესახებ დღეს დილით შევიტყვე. მე როგორც ვიცი, გახარიამ პარტიაც დატოვა. რაც შეეხება სხვა წევრების პოზიციას, ეს გადაწყვეტილება იმდენად მოულოდნელი იყო, რომ ამაზე ერთმანეთშიც კი არ გვილაპარაკია. უმრავლესობა არის ერთიანი, შესაბამისად, ნებისმიერი კანდიდატი, რომელიც იქნება დასახელებული უმრავლესობის მხრიდან მხარდაჭერილი იქნება," - აცხადებს სამხარაძე.
შეგახსენებთ, რომ პრემიერ-მინისტრმა, გიორგი გახარიამ, თანამდებობას დატოვა - როგორც გახარიამ განმარტა, მას გაუმართლებლად მიაჩნია ნიკა მელიას დაპატიმრება იმ პირობებში, როდესაც არსებობს პოლიტიკური ესკალაციის საფრთხე, გადადგომის მიზეზია ის, რომ აღნიშნულთან დაკავშირებით გუნდთან შეთანხმებას ვერ მიაღწია.
მასალის გამოყენების პირობები






