სუს-ის ყოფილი უფროსი სოსო გოგაშვილი გახარიას გადადგომას სოციალური ქსელით ეხმაურება და წერს, რომ კარგია გახარიამ თუ გადადგომის გადაწყვეტილება მიიღო, თუმცა დღეს არ უნდა წასულიყო. გგაშვილის აზრით, საზოგადოებისთვის იმ პრობლემებზეა პასუხი გასაცემი, რაც გახარიას გადაწყვეტილებამ გამოიწვია:
"გაქცეულზე მიყოლება არ მიმაჩნია სწორად, მაგრამ ამ კრიტიკულ დროს წასვლა( გაქცევა) ისევ ხაზს უსვამს არაგუნდურობას ოცნებაში.
ზოგადად კარგია, რომ ეს გადაწყვეტილება მიიღო და წავიდა, მაგრამ ზუსტად დღეს??
თუმცა პასუხი გასაცემია საზოგადოებისთვის იმ პრობლემებზე, რაც მისმა გადაწყვეტილებებმა გამოიწვია.
დარჩა კიდევ ერთი ნაბიჯი, საქართველოს კრიზისიდან გამოსასვლელად-2021 ვადამდელი საპარლამენტო არჩვენების დანიშვნა.
ცრუ კერპების დანგრევა გრძელდება..
To be continued..." - წერს გოგაშვილი.
მასალის გამოყენების პირობები






