ივანიშვილის ხელისუფლებას უცხოელი მეგობრები პუტინის რეჟიმს ადარებენ - “ეს თვითმკვლელობა იქნება”
პოლიტიკა - 13:50, 18 Feb, 2021     858

ლიეტუვის პარლამენტის წევრი, ზიგიმანტას პავილიონისი, თბილისის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილებას, ნიკა მელიასთვის პატიმრობის შეფარდებასთან დაკავშირებით, ეხმაურება და აცხადებს, რომ ეს ყველაფერი ნავალნისა და პუტინის ისტორიას აგონებს.

პარლამენტარის შეფასებით, ეს გადაწყვეტილება "ნატოსა და ევროკავშირის წევრობის კანდიდატი ქვეყნისთვის ეს თვითმკვლელობაა".

ზიგიმატას პავილიონისი თვლის, რომ ახლა ერთადერთი გამოსავალი, შესაძლოა, იყოს საქართველოში ხელახალი არჩევნების ჩატარება - მისივე თქმით, ხვალ, 19 თებერვალს საქართველოში ჩამოფრინდება და ოპოზიციის ლიდერებს შეხვდება, ასევე, შეეცდება შეხვდეს მთავრობას.

"დასავლეთში, ევროპაში ჩვენ არ ვაპატიმრებთ ოპოზიციონერ ლიდერებს, მე ეს ყველაფერი ნავალნისა და პუტინის ისტორიას მაგონებს, მე მგონია, რომ ნატოსა და ევროკავშირის წევრობის კანდიდატი ქვეყნისთვის ეს თვითმკველობა იქნება.

თქვენი ევროპული მომავლისთვის ჩვენ ვიბრძვით და არა მგონია ბევრი ასეთი მეგობარი გყავდეთ. ახლა მოდის ბაიდენის ადმინისტრაცია, რომელთანაც მე შეერთებული შტატების ელჩობის დროს დიდხანს ვმუშაობდი, ვიცი ეს ხალხი მათთვის მთავარია დემოკრატია, ადამიანის უფლებები და ღირსება.

თუკი ეს მთავრობა მართლაც ფიქრობს ევროკავშირის წევრობაზე და ჩვენ გვაქვს სიგნალები, რომ ეს შეიძლება ნატოს შემთხვევაში უფრო ადრეც მოხდეს. ამიტომ, არც კი იფიქროთ ასეთი ნაბიჯების გადადგმაზე. რუსეთი მუდმივად ცდილობდა ჩვენს დაყოფას, ახლაც რუსეთი ცდილობს თქვენს პროვოცირებს, მაგრამ იყავით ჭკვიანები.

მე ჩამოვალ თბილისში ლიეტუვის საგარეო საქმეთა მინისტრი და ჩემი პრეზიდენტიც შეიძლება ჩამოვიდეს ერთადერთი მესიჯით - დასხედით მოლაპარაკების მაგიდასთან, იპოვეთ კომპრომისი, გაერთიანდით და იარეთ დასავლეთისკენ, ახალი არჩევნები შეიძლება იყოს ერთადერთი გამოსავალი, მაგრამ ამაზე ყველა მხარე უნდა შეთანხმდეს. უნდა შეთანხმდეთ, როდის და რა პირობებით", - თქვა ზიგიმანტას პავილიონისმა "მთავარი არხის" ეთერში.








მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42