"ოცნების" წევრი დიმიტრი ხუნდაძე გიორგი გახარიას პოსტიდან გადადგომის შემდეგ განცხადებას აკეთებს დ ამბობს, რომ გუნდში დაპირისპირება არ არის.
"გუნდში დაპირისპირება არ არის. გახარიამ გააკეთა ის, რაც გააკეთა. მერჩივნა, რომ ის ყოფილიყო პრემიერად", - ამბობს ხუნდაძემ.
მისი თქმიტ, გახარიას გადაწყვეტილება "არადროული იყო". რაც შეეხება კითხვას, გაამწვავდება თუ არა ეს პროცესი, ხუნდაძე ამბობს: "არავითარ შემთხვევაში არ გამწვავდება".
ცნობისთვის "ოცნებაში" დაპირისპირების შესახებ თავად გახარიამ ისაუბრა და პოსტიც ამის გამო დატოვა. მისი თქმით, კონკრეტული ადამიანის მიმართ თუნდაც კანონიერი მართლმსაჯულებით განსაზღვრული ღონისძიების აღსრულება, თუ ეს რისკს უქმნის მოქალაქეების ჯანმრთელობას, სიცოცხლეს ან ქვეყანაში ქმნის პოლიტიკური ესკალაციის შესაძლებლობას, მისთვის მიუღებელი. გახარია ამბობს, რომ ამ საკითხში გუნდთან შეთანხმებას ვერ მიაღწია და სწორედ ამიტომ ტოვებს პოსტს.
გახარიას მიერ პოსტის დატოვების შემდეგ კობახიძემაც დაადასტურა, რომ მელიას საკითხი გუნდში განიხილეს, გახარიას კი განსხვავებული პოზიცია ჰქონდა.
მასალის გამოყენების პირობები






