გააღვიძონ მოსამართლე, შეცვალონ გადაწყვეტილება და დაუბრუნდნენ მოლაპარაკების მაგიდას - უგულავა
პოლიტიკა - 10:16, 18 Feb, 2021     920
"ევროპული საქართველოს" ერთ-ერთი ლიდერის გიგი უგულავას განცხადებით, ის რაც სასამართლოს გადაწყვეტილების შედეგად ხდება, მხოლოდ ნიკა მელიას არ ეხება. საქმე ეხება ქართველი ერის თავისუფლებას და ნიკა მელიას დაკავებით ფსიქოლოგიურად ჩავბარდებით რუსეთს:

"გინდა სპეცნაზით მოვიდნენ, გინდა მარსიანელებთან ერთად, ვიქნებით მტკიცე. ჩვენი პოზიცია რჩება უცვლელი. მინდა ასევე გამოვეხმაურო აშშ-ს შტატების საელჩოს განცხადებას, ჩვენი პარტნიორები ცალსახად მოგვიწოდებენ მშვიდობიანი მოლაპარაკებისკენ, ალბათ ხვდებით, რომ პოლიცია მშვიდობიანი მომლაპარაკებელი არ და ვერ იქნება, ყოველთვის ვამბობდით, რომ პოლიტიკური საკითხების გადაწყვეტა სასამართლოს, სპეცრაზმით და ძალის მეთოდებით ვერ მოხდება, რა თქმა უნდა, ჩვენ მზად ვართ მშვიდობიანი მოლაპარაკებისთვის მზად, მაგრამ პოლიციისა და სპეცნაზის გამოგზავნა ამას ხელს არ უწყობს. გამოსავალი ამ სიტუაციიდან არის ერთადერთი - ნიკა მელია ციხეში არ წავა იმიომ, რომ დღეს ნიკა მელიას დაპატიმრება ნიშნავს თავისუფლების დასამარებას, ნიკა მელიას დაპატიმრება ნიშნავს იმას, რომ ჩვენ ფსიქოლოგიურად ვბარდებით რუსეთს, ნიკა მელიას დაპატიმრება ნიშნავს ქართველი ერისთვის თავისუფლების წართმევას. ძალიან ბევრი რამ დევს სასწორზე,ეს არ არის მარტო ერთი კაცის ამბავი, შესაბამისად, როცა ამხელა რამ დევს სასწორზე, გამოსავალი არის მოლაპარაკება და მას სპეცრაზმით არავინ აწარმოებს. გააღვიძონ მოსამართლე, შეცვალონ გადაწყვეტილება და დაუბრუნდნენ მოლაპარაკების მაგიდას და ვისაუბროთ რიგგარეშე არჩევნებზე." - განაცხადა გიგი უგულავამ.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42