"გირჩი-მეტი თავისუფლების" ლიდერის, ზურაბ ჯაფარიძის განცხადებით, "ენმ"-ს ოფისში ხალხი შიშმა გააერთიანა.
მისივე განმარტებით, ამ გადაწყვეტილების მიღების შემდეგ შეუძლებელია აქ ვინმეს პრეტენზია ჰქონდეს იმაზე, რომ ის იქნება დაცული. ჯაფარიძემ აღნიშნა, რომ ისეთი ადამიანები იმყოფებიან ოფისში, რომლებიც პარტიის მიმართ ნეგატიური დამოკიდებულებით გამოირჩეოდნენ."ჩემი აზრით, ეს ხალხი აქ შეყარა შიშმა. შეიძლება არ გითხრან, რომ შეშინებულები არიან, მაგრამ საბოლოო ჯამში, საფუძველი შიშია. თუ შეიძლება ამ ქვეყანაში დაიჭირო ყველაზე მსხვილი ოპოზიციური პარტიის თავმჯდომარე, თან იმ მიზეზით, რა მიზეზითაც დაიჭირეს, მაშინ შეუძლებელია აქ ვინმეს პრეტენზია ჰქონდეს იმაზე, რომ ის იქნება დაცული.
2 საათია აქ ვარ, ამ ოფისში ხალხი დადის, მე რომ ნაციონალურ მოძრაობაში ვიყავი, 6-7 წლის წინ, მაშინ რომ მკვდარს და ცოცხალს მიტრიალებდნენ მეც, მათ შორის, ეგეთი ხალხი დადის აქ. სხვადასხვა ოპოზიციური პარტიის ლიდერებს ვგულისხმობ", - განაცხადა ჯაფარიძემ TV პირველის ეთერში.
შეგახსენებთ , რომ მოსამართლემ, ნინო ჩახნაშვილმა, პროლკურატურის მოთხოვნა დააკმაყოფილა და ნიკა მელიას აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა - პროცესი 6 საათის განმავლობაში მიმდინარეობდა და მას ბრალდებული, ნიკა მელია არ დასწრებია.
მასალის გამოყენების პირობები






