"უკიდურესად შემაშფოთებელია" - ასე ეხმაურება სახალხო დამცველი, ნინო ლომჯარია, "ენმ-ს თავმჯდომარის, ნიკა მელიასთვის, პატიმრობის შეფარდებას.
ომუდსმენი აცხადებს, რომ ყურადღებით ადევნებდნენ თვალ-ყურს მიმდინარე პროცესებს, თუმცა , მისივე თქმით, ვერ იქნა წარმოდგენილი მტკიცებულებები, რომლებიც დაასაბუთებდა აღკვეთის ღონისძიების ყველაზე მკაცრი ღონისძიების - პატიმრობის აუცილებლობას.
ლომჯარია იმედოვნებს, რომ ზემდგომი ან საერთაშორისო სასამართლოები ამ გადაწყვეტილებას შეცვლიან.
"უკიდურესად შემაშფოთებელია თბილისის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება ნიკა მელიას მიმართ პატიმრობის გამოყენების თაობაზე! მე და ჩემი თანამშრომლები მთელი დღის განმავლობაში ვადევნებდით თვალს მიმდინარე პროცესს. ჩვენი დაკვირვებით, ვერ იქნა წარმოდგენილი მტკიცებულებები, რომლებიც დაასაბუთებდა აღკვეთის ღონისძიების ყველაზე მკაცრი ღონისძიების - პატიმრობის, გამოყენების აუცილებლობას. იმედია, ზემდგომი ან საერთაშორისო სასამართლოები ამ გადაწყვეტილებას შეცვლიან," - აცხადებს ლომჯარია.
მასალის გამოყენების პირობები






