საქართველოს მესამე პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი აცხადებს, რომ ერთადერთი გზა არის ძალმომრეობის შეკავება , რაც მისივე თქმით, გულისხმობს რომ უნდა იმუშაონ პოლიციასთან, სპეცრაზმთან და აპარატის შიგნით ხალხთან.
სააკაშილის შეფასებით, სპეცრაზმელები ემსახურებიან საქართველოს დანგრევას და განადგურებას , ამიტომ "უნდა მივიდეთ, დედასთან, მამასთან, აუწიონ ყური და სახლში მიიყვანონ თავიანთი შვილები".
პოლიტიკოსი იმედვნებს, რომ აუცილებლად გაიმარჯვებენ და "ქვეყანას ჭაობიდან ამოიყვანენ".
"ახლა ერთადერთი გზა არის ძალმომრეობის შეკავება, რაც ნიშნავს იმას, რომ უნდა ვიმუშავოთ ყველასთან, პოლიციასთან, სპეცრაზმთან, აპარატის შიგნით ხალხთან. უკაცრავად, ამ სპეცრაზმელებს დედები და მამები არ ჰყავთ? ყველასთან უნდა მივიდეთ, დედასთან, მამასთან, აუწიონ ყური და სახლში მიიყვანონ თავისი შვილები. ისინი ხომ ემსახურებიან საქართველოს დანგრევას და განადგურებას?! ისინი არა მხოლოდ საქართველოს აღარ იცავენ უკვე, მათი ლოზუნგი „ვემსახურებით საქართველოს“ უკვე სასაცილოდაც ჟღერს. ისინი ანგრევენ, ანადგურებენ საქართველოს და ემსახურებიან მხოლოდ ერთს - „გაზპრომის“ მთავარ აქციონერ-ივანიშვილს. უნდა ველაპარაკოთ მათ დედებს, მამებს, მასწავლებლებს. უნდა მივიდეთ მათ სახლებში, თითოეულის მისამართი უნდა იყოს ცნობილი. ახლა უკვე ვმუშაობთ, რომ თითოეულის მისამართი გამოვაქვეყნოთ. ყველასთან უნდა ვიმუშავოთ და ვილაპარაკოთ.
გეგმა არის მხოლოდ ერთი - ბრძოლა საბოლოო გამარჯვებამდე, არჩევნების შედეგების ქართველი ხალხის დაბრუნებისთვის, საქართველოს თავისუფლებისა და დემოკრატიის დამკვიდრებისთვის, სამართლიანობისთვის, თითოეული ქართველის სამართლიანობისა და ჩვენი ქვეყნის ჭაობიდან თავის დაღწევისთვის. ჩვენ ეს ბრძოლა გამარჯვებამდე მიგვიყვანს, ამაში აბსოლუტურად დარწმუნებული ვარ“,-განაცხადა სააკაშვილმა ტვ "პირველის" ეთერში.
სააკაშვილმა აღნიშნა, რომ "ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარის, ნიკა მელიასთვის აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის შეფარდება მოწმობს, რომ ყველა ბიძინა ივანიშვილს ემსახურება.
შეგახსენებთ , რომ მოსამართლემ, ნინო ჩახნაშვილმა, პროლკურატურის მოთხოვნა დააკმაყოფილა და ნიკა მელიას აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა - პროცესი 6 საათის განმავლობაში მიმდინარეობდა და მას ბრალდებული, ნიკა მელია არ დასწრებია.
მასალის გამოყენების პირობები






