საქართველოს მესამე პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილი, "ენმ"-ს თავმჯდომარის, ნიკა მელიასთვის, აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის შეფარდებას ეხმაურება და აცხადებს, რომ მათი სამოქმედო გეგმა კანონისა და სამართლის სადარჯოზე ყოფნაა.
სააკაშვილის შეფასებით, მოსამართლის დღევანდელი გადაწყვეტილება ნიშნავს იმას, რომ "ბიძინა ივანიშვილმა ბოლომდე გახრწნა და გააუბედურა ქვეყანა, თითოეული ადამიანის მორალი და სინდისი" , რადგან მისივე თქმით, დღეს საქართველოში არ აღმოჩნდა არც ერთი სინდისიერი მოსამართლე და პროკურორი.
მისი თქმით, ბიძინა ივანიშვილი თავისუფლების მოყვარე ქართველებს ან ციხეში სვამს, ან იძულებს ხდის, რომ ქვეყანა დაატოვებინოს.
"ნიკას და ჩვენი ყველას სამოქმედო გეგმა კანონისა და სამართლის სადარჯოზე ყოფნაა. სამართლიანობას ფეხქვეშ თელავენ. მხოლოდ ის ერები არიან წარმატებული, რომლებსაც შეუძლიათ ძალმომრეობის შეკავება, უსამართლობის წინაღმდეგ ბრძოლა.ივანიშვილის გეგმა დღესავით ნათელია - ყველა თავისუფლების მოყვარე ქართველი შეიძლება იყოს ან ციხეში, ან ქვეყნის ფარგლებს გარეთ. ამ სიტუაციაში ჩვენი ერთადერთი ამოცანა არის, რომ საზოგადოების ერთიანობა გადაიზარდოს იმაში, რაც საქართველოს მოსახლეობამ გასული წლის ოქტომბრის არჩევნებზე თქვა. ამ დღეებში გვავიწყდება და ხშირად არ ვახსენებთ ოქტომბრის არჩევნებს. საქართველოს ხელისუფლება არის არალეგიტიმური, რადგან მან არჩევნები მოიპარა.
სამწუხაროდ, საქართველოში არ აღმოჩნდა არც ერთი სინდისიერი მოსამართლე, არც ერთი სინდისიერი პროკურორი. ეს ნიშნავს იმას, რომ ივანიშვილმა ბოლომდე გახრწნა და გააუბედურა ჩვენი ქვეყანა, თითოეული ადამიანის მორალი და სინდისი. საქართველოში მოსამართლეთა კორპუსი არ არსებობს იმიტომ, რომ ყველა ერთი, დიდი ნათესაური "კლანია“, რომელიც ერთად ქაფავს ფულს“,- განაცხადა სააკაშვილმა ტვ "პირველის“ ეთერში.
შეგახსენებთ , რომ მოსამართლემ, ნინო ჩახნაშვილმა, პროლკურატურის მოთხოვნა დააკმაყოფილა და ნიკა მელიას აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა - პროცესი 6 საათის განმავლობაში მიმდინარეობდა და მას ბრალდებული, ნიკა მელია არ დასწრებია.
მასალის გამოყენების პირობები






