" ნიკა მელია გახდა თავისუფლების სიმბოლო და ჩვენ ამ თავისუფლებას ივანიშვილს არ დავანებებთ, გამორიცხულია!" - ოქრუაშვილი
პოლიტიკა - 23:38, 17 Feb, 2021     803

პარტია "გამარჯვებული საქართველოსთვის" ლიდერი, ირაკლი ოქრუაშვილი, "ენმ"-ს თავმჯდომარის პატიმრობის შეფარდებას ეხმაურება და აცხადებს, რომ "ნიკა მელია გახდა თავისუფლების სიმბოლო".

ოქრუაშვილის განმარტებით, ეს გადაწყვეტილება ბიძინა ივანიშვილის ერთპიროვნული გადაწყვეტილებაა და რადაც არ უნდა დაუჯდეთ ოლიგარქს არ დაუთმობენ და ბოლომდე იბრძოლებენ.

"ეჭვი არ მეპარება, რომ ივანიშვილმა უკვე უპატაკა გავრილოვს ის საჩუქარი, რომელიც სპეციალურად მისთვის მომზადდა - ნიკა მელიას დაპატიმრების ვერდიქტი. შარშან, როდესაც 5 წლით თავისუფლების აღკვეთა მომისაჯეს და შემდეგ, მე და გიგი უგულავა გაგვათავისუფლეს პრეზიდენტის შეწყალების აქტით, კანონმორჩილი მოქალაქის გულუბრყვილობით ვიფიქრე, რომ ივანიშვილმა სწორი დასკვნები გააკეთა და ამ თემიდან დისტანცირებას ახდენს, მაგრამ დღეს ნიკა მელიასთვის პატიმრობის შეფარდებით, რომელიც იყო მისი ერთპიროვნული გადაწყვეტილება, ეს არ იყო ვინმე შოთაძის ან გახარიას გადაწყვეტილება, ეს იყო ბიძინა ივანიშვილის გადაწყვეტილება, ამ გადაწყვეტილებით მან შეურაცხყოფა მიაყენა ჩვენი ქვეყნის ყველა წესიერ, პატრიოტ, გულანთებულ, თავისუფლებისთვის მებრძოლ ადამიანს. არამარტო მათ, ვინც 20 ივნისის ღამეს გარკვეული დაზიანება მიიღო, არამედ ძალიან ბევრ ადამიანს ქვეყნის გარეთ და ქვეყნის შიგნით. ეს უკვალოდ არ ჩაივლის. ჩვენ არ ვართ პარტიული ჭრილით გაერთიანებულები, ნიკა მელიასთან მიმართებაში ეს ერთობა გასცდა ყოველგვარ ჩარჩოებს. ნიკა მელია გახდა თავისუფლების სიმბოლო და ჩვენ ამ თავისუფლებას ივანიშვილს არ დავანებებთ, გამორიცხულია! რა ფასადაც არ უნდა დაგვიჯდეს ეს. ჩვენ ერთხელ უკვე ვნახეთ მისი მხრიდან ჩვენზე გადავლა, როდესაც დავუთმეთ მას და ამ დათმობას აღარ ვაპირებთ“, - განაცხადა ოქრუაშვილმა "ენმ"-ს ოფისში გამართულ ბრიფინგზე.

შეგახსენებთ , რომ მოსამართლემ, ნინო ჩახნაშვილმა, პროლკურატურის მოთხოვნა დააკმაყოფილა და ნიკა მელიას აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა - პროცესი 6 საათის განმავლობაში მიმდინარეობდა და მას ბრალდებული, ნიკა მელია არ დასწრებია.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42