"ლელოს" ერთ-ერთი ლიდერის, ბადრი ჯაფარიძის შეფასებით, "აციონალური მოძრაობის" თავმჯდომარის, ნიკა მელიასთვის, აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის შეფარდება ოპოზიციის დაპატიმრების ტოლფასია.
მისივე თქმით, ხელისუფლებამ კონფრონტაციის, დაპირისპირების გაღრმავების გზა აირჩია , რომელსაც სრულ სოლიდარობას, სიმშვიდეს დაუპირისპირებენ.
"სამწუხაროდ, ხელისუფლებამ კონფრონტაციის, დაპირისპირების გაღრმავების გზა აირჩია. ნიკა მელიას დაპატიმრების გადაწყვეტილება არის დაპატიმრება ოპოზიციის შესახებ. ეს არის ტოლფასი ოპოზიციის დაპატიმრების შესახებ გადაწყვეტილების. შესაბამისად, ჩვენ ამ გადაწყვეტილებას ვუპირისპირებთ სრულ სოლიდარობას, სიმშვიდეს. ჩვენს ხელში ყველაზე დიდი ძალა და იარაღი არის სიმართლე და ზრუნვა ჩვენი ქვეყნის დემოკრატიული მომავლისთვის.
ეს არის ისეთი იარაღი, რომელიც ყველაფერს დაამარცხებს და წინ აღუდგება ყველა ძალისმიერ მეთოდს ჩვენს წინააღმდეგ. ამიტომ, ამ პოზიციაში ჩვენ ერთიანი ვართ. სიმშვიდე, სრული სოლიდარობა და ზრუნვა იმაზე, რომ ამ ქვეყანაში ასეთი ტიპის მმართველობა დასრულდეს. მგონია, რომ ეს ამ თვალსაზრისით ისტორიული დღეა იმიტომ, რომ ჩვენ ყველამ ერთად დავინახეთ, ხელისუფლება ვერ აცნობიერებს პასუხისმგებლობას, რომელიც მას აკისრია. მას მიაჩნია, რომ ძალისმიერი მეთოდით შეიძლება დათრგუნო თავისუფალი სული, რაც ასე არ არის. ისინი დაინახავენ საპასუხო რეაქციას, რომელიც იქნება მშვიდი, მშვიდობიანი და სრული სოლიდარობა“,-განაცხადა ჯაფარიძემ "ენმ"-ს ოფისში გამართულ ბრიფინგზე.
შეგახსენებთ , რომ მოსამართლემ, ნინო ჩახნაშვილმა, პროლკურატურის მოთხოვნა დააკმაყოფილა და ნიკა მელიას აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა - პროცესი 6 საათის განმავლობაში მიმდინარეობდა და მას ბრალდებული, ნიკა მელია არ დასწრებია.
მასალის გამოყენების პირობები






