"ერთიანი საქართველოს" ლიდერი , ნინო ბურჯაძე , ხელისუფლებას მოუწოდებს, არ გაბედოს ძალადობრივი მეთოდების გამოყენება.
მისივე თქმით, "ოცნება" მსოფლიო ისტორიაში შევა როგორც ბარბაროსი, რადგან, მისივე თქმით, ჯერ არ ყოფილა ისტორიაში გირაოს გადაუხდელობის გამო, პარტიული ოფისი დაერბიათ და პარტიის ლიდერი ძალადობრივად აეყვანა.
"არ გაბედოს ხელისუფლებამ, არ გაბედოს ძალისმიერი მეთოდის გამოყენება. მსოფლიო ისტორიაში შევა როგორც ბარბაროსი ხელისუფლება იმიტომ, რომ ჯერ არ ყოფილა ისტორიაში გირაოს გადაუხდელობის გამო, პარტიული ოფისი დაერბიათ და პარტიის ლიდერი ძალადობრივად აეყვანათ, ან მცდელობა ჰქონოდათ ძალდობრივად აყვანის რომელიმე ქვეყანაში", - ამბობს ნინო ბურჯანაძე საგანგებო ბრიფინგზე.
შეგახსენებთ ,თბილისის საქალაქო სასამართლომ დააკმაყოფილა პროკურატურის შუამდგომლობა, აღკვეთის ღონისძიების სახით ნიკა მელიასთვის გირაოს ნაცვლად, პატიმრობის შეფარდების თაობაზე.
მასალის გამოყენების პირობები






