რესპუბლიკური პარტიის წევრის, თამარ კორძაიას შეფასებით, ნიკა მელიასთვის პატიმრობის შეფარდება სცდება გონივრულობის ფარგლებს , მისივე თქმით, "ქართულმა ოცნებამ" და ბიძინა ივანიშვილმა ქვეყანა რეგრესის გზაზე დააყენეს.
კორძაიას განმარტებით, სასამართლოს ეს გადაწყვეტილება მხოლოდ და მხოლოდ ბიძინა ივანიშვილის ნების შესრულებას ემსახურება.
"ქართულმა ოცნებამ და ბიძინა ივანიშვილმა ქვეყანა რეგრესის გზაზე დააყენეს. ეს არის კატასტროფული მდგომარეობა. რატომ არ ფიქრობენ იმაზე, რომ ამ ოფისში შეკრებილ ადამიანებს აქვთ უსამართლობის განცდა. დღეს ამ ადამიანს გამოუტანეს უკანონო განაჩენი. მთელი პასუხისმგებლობა იმაზე, რომ ქვეყანაში ვითარება იძაბება, ეკისრება ქართული ოცნებას. ბიძინა ივანიშვილის ნების შესრულებას ვუყურებთ. სრულიად უდანაშაულო ადამიანს, პოლიტიკური მიზნებიდან გამომდინარე უსჯიან პატიმრობას იმის გამო, რომ ის არის გამოკვეთილი ლიდერი, გამორჩეული მებრძოლი საქართველოს მომავლისთვის და ამას არ პატიობს ბიძინა ივანიშვილის რეჟიმი", - აცხადებს კორძაია.
შეგახსენებთ , რომ რამდენიმე წუთის წინ მოსამართლე ნინო ჩახნაშვილმა პროლკურატურის მოთხოვნა დააკმაყოფილა და ნიკა მელიას აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა.
მასალის გამოყენების პირობები






