"ნაციონალური მოძრაობის" ლიდერი, ხატია დეკანოიძე აცხდებს, რომ ნიკა მელიას დაიცავენ ფიზიკურად - მისივე თქმით, თუ უნდათ, მოვიდნენ და მთავარი ოპოზიციური ძალის შენობა აიღონ შტურმით.
დეკანოიძის შეფასებით, ეს არ არის ახლა მხოლოდ ნიკას გარშემო არსებული უსამართლო საქმე - მისივე განმარტებით, საქმე ეხება ჩვენს სამშობლოს.
"ჩვენ დავიცავთ ნიკას ფიზიკურად, იმიტომ, რომ ეს არ არის ახლა მხოლოდ ნიკას გარშემო არსებული უსამართლო საქმე. საქმე ეხება ჩვენს სამშობლოს, ჩვენს ღირსებას და ძალიან გულწრფელად რომ გითხრათ, ყველა ადამიანის ღირსებაზე გადის ახლა ეს ყველაფერი. ეს მოსამართლე, რომელიც არის ჩინჩალაძის მონა, მან შეასრულა ივანიშვილის დავალება. ამიტომ, წყნარად, მშვიდად, ჩვენ ვიქნებით ნიკას გვერდით. არავინ არ აპირებს წასვლას და დაშლას და თუ უნდათ, მოვიდნენ და მთავარი ოპოზიციური ძალის შენობა აიღონ შტურმით" ,- განაცხადა დეკანოიძემ.
შეგახსენებთ , რომ რამდენიმე წუთის წინ მოსამართლემ, ნინო ჩახნაშვილმა, პროლკურატურის მოთხოვნა დააკმაყოფილა და ნიკა მელიას აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა.
მასალის გამოყენების პირობები






