მჯერა, რომ კარგად აცნობიერებთ იმ გადაწყვეტილების მნიშვნელობას, რომელიც დღეს უნდა მიიღოთ - მელიას ადვოკატი მოსამართლეს
პოლიტიკა - 19:50, 17 Feb, 2021     1279

"ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერის, იკა მელიას ადვოკატი , გიორგი კონდახიშვილი, სასამართლო პროცესზე მელიას საქმის მოსამართლეს მიმართავს და აცხადებს, რომ ახლა ჯერი მასზეა და მისივე გადასაწყვეტია "ისტორიის როგორ ფურცელს დაწერს დღეს სასამართლო ამ კონკრეტულ საქმეში".

როგორც ადვოკატმა აღნიშნა, მტკიცებულებების და სამართლებრივი დასაბუთების გარეშე ნიკა მელიას დაპატიმრებამ ისედაც უკიდურესად დაძაბულ ფონზე, შესაძლოა, მოვლენების ესკალაცია და უმართავი პროცესები გამოიწვიოს.

მისივე თქმით, მას სურს სჯეროდეს, რომ მოსამართლის გადაწყვეტილება კანონის სამართლიანი ინტერპრეტირების საფუძველზე იქნება მიღებული.

"პატივცემულო მოსამართლევ, ახლა ჯერი თქვენზეა, თქვენი გადასაწყვეტია, ისტორიის როგორ ფურცელს დაწერს დღეს სასამართლო ამ კონკრეტულ საქმეში. მჯერა, რომ თქვენ კარგად აცნობიერებთ იმ გადაწყვეტილების მნიშვნელობას, რომელიც ამ დარბაზში დღეს უნდა მიიღოთ. ჩვენ ნამდვილად გვჯერა, რო ამის გჯერათ! მე მჯერა, ასევე აცნობიერებთ, რომ მტკიცებულებების და სამართლებრივი დასაბუთების არარსებობის ფონზე ნიკა მელიას დაპატიმრებამ ისედაც უკიდურესად დაძაბულ ფონზე შესაძლოა მოვლენების ესკალაცია და უმართავი პროცესები გამოიწვიოს. მით უმეტეს, 20 ივნისის საქმის პროტესტის გათვალისწინებით. ეს კი ნამდვილად არ არის ჩვენი ქვეყნის ინტერესებში. 20 ივნისის, გავრილოვის სისხლის სამართლის საქმეზე ოპოზიციური პარტიის ლიდერის უკანონოდ დაპატიმრებას რა შეიძლება მოჰყვეს, კარგად უნდა გავიაზროთ. ცხადია, როგორც ამ ქვეყნის მოქალაქე თქვენც დაინტერესებული ხართ, რომ ამ ქვეყნის პროგრესიული განვითარება მოხდეს. ამიტომ მოგმართავთ თხოვნით, უჩვენეთ მართლმსაჯულების ძალაუფლება ყველას, უჩვენეთ, რომ ისინი ვერ შეითავსებენ მოსამართლის ფუნქციებს. თქვენ სასამართლოს ხელმძღვანელობთ, ამის მინდა რომ მწამდეს, რომ სასამართლო ხელმძღვანელობს კანონით და არა პროკურატურის დღის წესრიგით.

ნიკა მელია კანონმორჩილი ადამიანია და ეს არაერთხელ დაუდასტურებია. თუმცა, ქვეყნისთვის ამ გადამწყვეტ ისტორიულ მომენტში თვლის, რომ არ აქვს უფლება სისუსტე გამოიჩინოს, დაემორჩილოს საგანგებოდ მისთვის გამოგონილ წესებს და უკანონობას. ყველას გვინდა ვიცხოვროთ ქვეყანაში, სადაც პატივს სცემენ კანონებს და პოლიტიკურად განსხვავებული ადამიანების წინააღმდეგ არ იყენებენ; ქვეყანაში, სადაც არსებობს სამართლიანი სასამართლო და სახელმწიფო ინსტიტუტები არ გამოიყენება ინსტრუმენტად პოლიტიკური ხელისუფლების ხელში, რადგან ეს არღვევს ქართული სახელმწიფოს ფუნდამენტს; ქვეყანას კი უკარგავს რეალურ შანსს თავი დააღწიოს საბჭოურ მენტალიტეტს და ცივილიზებული მსოფლიოს ღირსეული ნაწილი გახდეს. მინდა მჯეროდეს, ბატონო მოსამართლევ, რომ თქვენი გადაწყვეტილება სწორედ ამ სულისკვეთების და კანონის სამართლიანი ინტერპრეტირების საფუძველზე იქნება მიღებული.

ჩვენი პოზიციაა იქნება ნიკა მელიას მიმართ აღკვეთის ღონისძიების არცერთი სახე, არ დაკმაყოფილდეს პროკურატურის შუამდგომლობა, ვინაიდან არ არსებობს არავითარი საფუძველი იმისა, რომ აღკვეთის ღონისძიების რომელიმე მიზანს ექნება თუნდაც ვარაუდის დონეზე რისკი“, - განაცხადა კონდახაშვილმა.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42