"ელექტრონული სამაჯური, რომელიც ნიკა მელიას ეკეთა, ბიჟუტერიის ფუნქციას ატარებდა და ეს პროკურატურამაც კარგად იცოდა" - მელიას ადვოკატი
პოლიტიკა - 19:23, 17 Feb, 2021     814

"ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარის, ნიკა მელიას ადვოკატმა გიორგი კონდახიშვილმა სასამართლო პროცესზე განაცხადა, რომ ქართული სასამართლოს პრაქტიკის ისტორიაში მელია ერთადერთი ბრალდებულია, რომელსაც თითქოს, გირაოს პირობების დარღვევის გამო ისევ გირაო შეეფარდა.

ადვოკატის განმარტებით, სამაჯური, რომელიც მელიას ეკეთა, ბიჟუტერიის ფუნქციას ატარებდა და ეს პროკურატურამაც კარგად იცოდა - მისივე თქმით, "კანონს როგორც უნდათ ისე ჭრიან და კერავენ".

"საქმე, რომლის ირგვლივაც ვართ შეკრებილი, უპრეცედენტოა, ეს არის საქმე, რომელზეც აქამდე არსებული ყველა სამართლებრივი პრაქტიკა იცვლება.

ნიკა მელია პირველი ბრალდებულია, რომელსაც გირაოს პარალელურად ელექტორნული მონიტორინგი დაუწესდა. ნიკა მელია პირველი ბრალდებულია, რომელსაც საჯაროდ გამოსვლის უფლება შეეზღუდა.

ქართული სასამართლოს პრაქტიკის ისტორიაში მელია ერთადერთი ბრალდებულია, რომელსაც თითქოს, გირაოს პირობების დარღვევის გამო ისევ გირაო შეეფარდა, თან დამატებითი შემზღუდავი ღონისძიებები გაუუქმეს და ეს გამკაცრებად შეფასდა.

პარადქოსია, მაგრამ მელია ის ბრალდებულია, რომლის ერთიდაიგივე ქმედებაც პროკურატურის მხირიდან ხან სანიმუშო ქცევად ფასდება, ხან აღკვეთის ღონისძიების პირობების დარღვევად.

მელია ის გამონაკლისია, რომელსაც პროკურატურა და პარლამენტი მოსამართლის განჩინების მიღმა გირაოს გადახდის ვადას უწესებს. მელია ის ბრალდებულია, რომელთანაც გირაოს განმარტების შედგენის ოქმიც არ განხორციელებულა.

მელია ერთადერთი ბრალდებულია საქართველოს ისტორიაში, რომელსაც პარლამენტის ორმა სხვადასხვა შემადგენლობამ საპარლამენტო იმუნიტეტი მოუხსნა, რომლითაც საპარლამენტო იმუნიტეტის ცნება ფეხქვეშ გათელა",- განაცხადა კონდახიშვილმა.






მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42