"ნაციონალური მოძრაობის" ოფისთან პარტიის წევრებმა და აქტივისტებმა კასრები, ხმის გამაძლიერებლები და შეშა მიიტანეს და აცხადებენ, რომ თუ საჭირო იქნება მთელი ღამე ოფისში იქნებიან, ისევე როგორც რუსთაველზე იყვნენ პროტესტის დროს.
"თუ საჭირო გახდა, ხალხი იქნება აქ მთელი ღამით, როგორც ეს იყო რუსთაველზე, პროტესტის დროს და შემიძლია ვივარაუდო, მახსოვს ის სამარცხვინო, კომიკური დევნა შეშაზე და წალამზე. მეც კი დამაკავეს წალმის კონტრაბანდისთვის. ფიზიკური ძალის გამოყენება მოუწევთ ჩვენ წინააღმდეგ, აქ ბევრი ხალხი იქნება," - აცხადებს "ევროპული საქართველოს" ლიდერი გიგა ბოკერია.
"ეროვნელ-დემოკრატიული" პარტიის ლიდერი , ბაჩუკი ქარდავა აცხადებს, რომ ბოლომდე დაიცავენ და არც ერთ შემთხვევაში არ გაატანენ ნიკა მელიას სამართალდამცავებს.
"ჩვენი გეგმა მარტივია, შევინარჩუნოთ მაქსიმალურად ერთიანობა. დავიცავთ და არ გავატანთ ნიკა მელიას არცერთ შემთხვევაში, იმიტომ რომ ის არის დღეს სიმბოლო ამ ქართული საქმის. არ ვიცით რა სიურპრიზს შემოგვთავაზებს ხელისუფლება, რომელიც მზად არის წავიდეს ყველაფერზე, რომ სკამები შეინარჩუნოს, მაგრამ ყველაფერზე წასული ხელისუფლება, ყველაფერს კარგავ, საბედნიეროდ ამ შემთხვევასი,"- აცხადებს ბაჩუკი ქარდავა.
აქვე გეტყვით, რომ ადგილზე მივიდა შინაგან საქმეთა ყოფილი მინისტრი ვანო მერაბიშვილიც, რომელმაც პარტიის ოფისი კომენტარის გარეშე დატოვა.
შეგახსენებთ, ამ წუთებში თბილისის საქალაქო სასამართლოში ნიკა მელიას პროცესი მიმდინარეობს. ბრალდების მხარე აღკვეთის ღონისძიების სახით შეფარდებული 40 000-ლარიანი გირაოს პატიმრობით შეცვლას ითხოვს. დაცვის მხარე კი აცხადებს, რომ ნიკა მელია აღკვეთის ღონისძიების გარეშე უნდა დარჩეს.
მასალის გამოყენების პირობები






