"მელია ახალი ეროვნული მორაობის სიმბოლოა, საზოგადოება ნიკას გვერდში დგას, პოლიტიკური სპექტრი მის გვერდითაა... არავის გავატანთ" - ბაჩუკი ქარდავა
პოლიტიკა - 17:36, 17 Feb, 2021     674
ეროვნულ-დემოკრატიული პარტიის ლიდერი ბაჩუკი ქარდავა ენმ-ს ოფისში ნიკა მელიას მხარდასაჭერად იმყოფება. მან ცოტა ხნის წინ ჟურნალისტებთან გააკეთა კომენტარი და აღნიშნა, რომ მზად არიან ყველაფრის ფასად დაიცვან ოპოზიციონერი ლიდერი, რომელიც ქართული ეროვნული მოძრაობის სიმბოლო გახდა. ქარდავას განცხადებით, ქართული საზოგადოება მელიას გვერდით დგას და ეს ერთობა უპრეცედენტოა:

"ამ დღეების განმავლობაში ჩვენ მომსწრეები გავხდით იმ უპრეცედენტო გაერთიანების, რომელიც შედგა დიდი ხნის წინ, მაგრამ ის გაერთიანება დღეს ხდება ნაციონალური მოძრაობის ოფისში ქართული საზოგადოების წარმომადგენლებთან და პოლიტიკური სპექტრის ლიდერებთან ერთად, ეს არის ნამდვილად უპრეცედენტო. გამოცდილება ასე ამბობს, რომ ამ ტიპის ერთობები, მაშინ, როდესაც ეს ერთობა ხდება სამართლიანი საქმის გარშემო, აუცილებლად გამარჯვებით სრულდება. ის, რომ ნიკა მელიას ვერ დაიჭერენ, ალბათ ცხადზე ცხადია და ამის უკვე აღარ სჯერა ყველაზე ოპტიმისტურად განწყობილ ქართული ოცნების წარმომადგენელსაც კი. იმიტომ არ სჯერა, რომ ქართული საზოგადოება ნიკას გვერდში დგას, პოლიტიკური სპექტრი მის გვერდითაა. ძალიან მოკლედ გეტყვით რატომ - ერთ მხარეს არის ქართული საქმე, აქ არის მოძრაობა, წინააღმდეგობა, ქართული საქმის სასარგებლო, მეორე მხარეს არის გავრილოვი და რუსეთის ინტერესები, გაყალბებული არჩევნები, არალეგიტიმური პარლამენტი და ა.შ. ასე, რომ ქართული საზოგადოება აუცილებლად გამარჯვებული დარჩება ამ ბრძოლაში, რომელსაც ის მართავს ქართული ოცნებისა და ბიძინა ივანიშვილის წინააღმდეგ და მართავს იმიტომ, რომ ქართულმა სახელმწიფოებრიობამ განაგრძოს განვითარება.

ის, რომ აქ უამრავი ადამიანია, არა მხოლოდ პოლიტიკოსები, ასევე თავისუფლად მოაზროვნე ადამიანები, მეტყველებს იმაზე, რომ ისინი მზად არიან ფიზიკურად დაიცვან ნიკა მელია და ისინი ამ დროს იცავენ არა კონკრეტულად მელიას, ისინი იცავენ ქართულ საქმეს. როდესაც სასწორზე დგას ქართული ინტერესები, დამერწმუნეთ, საზოგადოება აუცილებლად გამარჯვებული გამოვა ამ ბრძოლაში.
ჩვენი გეგმა მარტივია - შევინარჩუნოთ ერთიანობა და მას აუცილებლად შევინარჩუნებთ, დავიცვათ და არ გავატანოთ ნიკა მელია არც ერთ შემთხვევაში, იმიტომ, რომ ის დღეს არის სიმბოლო ქართული საქმის და რაც არ უნდა გაწელოს დრო საქართველოს დღევანდელმა ხელისუფლებამ, ჩვენ მზად ვართ არ დავიღალოთ, ეს ბრძოლა ჩვენი გამარჯვებით დასრულდება ყველაფერზე წასული ხელისუფლება ყველაფერს კარგავს!" - განაცხადა ბაჩუკი ქარდავამ.




მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42