მელია: "ერთ მხარეს დგას ქართული ეროვნული მოძრაობა, მეორე მხარეს კი - ოკუპანტების ინტერესი... რა გადაწყვეტილებაც არ უნდა გაფორმდეს, ეს შიშით იქნება ნაკარნახევი"
პოლიტიკა - 17:16, 17 Feb, 2021     639
ამ წუთებში თბილისის საქალაქო სასამართლოში ნიკა მელიას საქმის განხილვა მიმდინარეობს. პროცესს არ ესწრება ენმ-ს თავმჯდომარე. ის ნაციონალური მოძრაობის ოფისიდან ადევნებს თვალს პროცესის პირდაპირ ტრანსლაციას.

ჟურნალისტებთან საუბარში მელიამ განაცხადა, რომ გადაწყვეტილება, რომელიც სასამართლოზე გაფორმდება, იქნება შიშით ნაკარნახევი და განაჩენი ოცნებას წინასწარ აქვს გამოტანილი:

"ნებისმიერ შემთხვევაში, რა გადაწყვეტილებაც არ უნდა გაფორმდეს, მიიღონ არა, გადაწყვეტილებას იღებენ მაშინ, როდესაც მსჯელობენ, როცა რაღაცას აანალიზებენ და აქედან გამომდინარე დასკვნა გამოაქვთ და მერე განაჩენს წერენ, უბრალოდ გააფორმებენ იმ გადაწყვეტილებას, რომელიც პოლიტიკურად ქართულმა ოცნებამ უკვე მიიღო, ორივე შემთხვევაში ეს იქნება შიშით ნაკარნახევი, იმიტომ, რომ ორი გადაწყვეტილება იქნება, ერთი - მურუსიძის სასამართლოს გააფორმებინებენ პატიმრობას, რომელიც იქნება შიშით ნაკარნახევი და მეორე შემთხვევაში არდაპატიმრებაც ანუ სანქციის გაცემა არდაპატიმრების თაობაზე ასევე იქნება შიშით განპირობებული. აი, შიშ რას გააკეთებინებს დღეს ქართულ ოცნებას, სანქციას გამოატანინებს დაპატიმრებაზე თუ პირიქით, ამას დაველოდებით და ვნახავთ.

გავრილოვის საქმეზე და გავრილოვის დავალებით ვერც ერთ საქართველოს მოქალაქეს ვერ დაიჭერენ. ერთ მხარეს დგას ქართული ეროვნული მოძრაობა, აქ უკვე აღარაფერ შუაშია პარტიული ნიშანი, მეორე მხარეს კი დგას ოკუპანტების ინტერესი. ახლა ჩვენი არჩევანია, ვინ სად დადგება. ოცნების წევრები პოლიტიკოსები არ არიან, ისინი პოლიტიკაში დასაქმებულები არიან და მათი დამსაქმებელი ივანიშვილია" - განაცხადა მელიამ.




მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42