მუქარა და ზეწოლა ოპოზიციონერი ლიდერის მიმართ მხარდაჭერის გამო - პოლიტიკური რეპრესიები მოქალაქეების მიმართაც ხორციელდება. ადამიანები, რომლებიც ოპოზიციურ ძალებს უჭერენ მხარს, ბულინგისა და შანტაჟის ქვეშ არიან.
შოთა მათითაიშვილის განცხადებით, ოცნების დეპუტატის ახლობლები მას შემდეგ დაემუქრნენ, რაც საკუთარ პოზიცია ნიკა მელიას მხარდაჭერის მიხნით სოციალური ქსელით გაავრცელა. როგორც მათითაიშვილი აცხადებს, მუქარის ავტორები ვასილ ჩიგოგიძის ახლობლები არიან:
"კორპუსთან მომივარდნენ, ხმამაღლა დაიწყეს ჩემი მისამართით, ლანძღვა-გინება. ქვების სროლა. იგინებოდნენ, რომ მე მაქვს იარაღი მაქვს მოტანილიო და უნდა ჩამოხვიდე და გესროლოთო. იძახდნენ, რომ ჩემს მიმართ უნდა ყოფილიყო ფიზიკური დაპირისპირება... ვასილ ჩიგოგიძის დისშვილები იყვენენ, ბიძაჩემი როგორ გალანძღეო",- აცხადებს შოთა მათითაიშვილი.
მასალის გამოყენების პირობები






