თუ ოცნება ენმ-ს მთავარ ოფისს შტურმით აიღებს, მერწმუნეთ, ეს დიდი ფასი დაუჯდება - დეკანოიძე
პოლიტიკა - 16:10, 17 Feb, 2021     1009

ნაციონალური მოძრაობის წევრი ხატია დეკანოიძე, რომელიც სხვა ოპოზიციონერ ლიდერებთან ერთად ენმ-ს ოფისში ნიკა მელიას მხარდასაჭერად იმყოფება, აცხადებს, რომ იმ შემთხვევაში, თუ ოცნება ქვეყნის ერთ-ერთი ყველაზე დიდი ოპოზიციური პარტიის მთავარ შენობას შტურმით აიღებს, ეს ძვირად დაუდჯება. მისი განმარტებით, 20 ივნისის შემდეგ საქარელოში განვითარებული მოვლენები ყოველგვარ სამართლებრივ ჩარჩოს არის გაცდენილი:

"საქართველოს დამოუკიდებლობა, სუვერენიტეტი, მათ შორის საქართველოს ხელისუფლების მიერ გავრილოვის მითითების შესრულება მხოლოდ კონკრეტულ, ერთ პარტიას არ ეხება. ის მოვლენები, რაც 20 ივნისს, გავრილოვის ჩამოსვლის შემდეგ განვითარდა და რომელიც ამ დრომდე გრძელდება, მათ შორის ის საქმე, რაც ნიკას გარშემო იყო და ყოველგვარ სამართლებრივ ჩარჩოს იყო გაცდენილი, ეს არ ეხება მხოლოდ რომელიმე კონკრეტულ პარტიას. ყოველგვარი ზღვარი წაშლილია, ახლა, საქმე არის იმაზე, ვაპირებთ თუ არა შევეგუოთ უსამართლობას.

„ქართულ ოცნებას" თუ გადაწყვეტილი აქვს, რომ ერთ-ერთი ყველაზე დიდი ოპოზიციური პარტიის მთავარი შენობა შტურმით აიღოს, მერწმუნეთ, ეს დიდი ფასი დაუჯდება. რა თქმა უნდა, ყველა პარტიის ლიდერი, რომელიც აქ არის და რომელიც მოვა, დარწმუნებული ვარ, ზუსტად იგივეს დააფიქსირებს. ეს ეხება ჩვენი ქვეყნის მომავალს. ამიტომ, ჩემთვის ახალი არ არის „ქართული ოცნების" პროპაგანდა. ვნახოთ, რა გადაწყვეტილებას მიიღებს სასამართლო.

რამდენადაც ჩემთვის ცნობილია, ის არის მიხეილ ჩინჩალაძის ე.წ. კლანის წარმომადგენელი. ის არის მოსამართლე, რომელმაც აღკვეთი ღონისძიება მიუსაჯა რურუას, კოშაძეს, ანუ გავრილოვის პატიმრებს. ეს არის ადამიანი, რომელმაც მაკო გომურს დაზარალებულის სტატუსი არ მისცა, მოსამართლე იყო ხაზარაძე-ჯაფარიძის საქმეზე. ამიტომ, თუ გადავავლებთ თვალს მის საქმიანობას, ფაქტია, რომ ის დავალებებს ასრულებს და საკმაოდ მძიმე პოლიტიკურ შეკვეთებს იღებს. ამიტომ, სიმართლე გითხრათ, როგორც ოპოზიციური პარტის წარმომადგენელი და საქართველოს მოქალაქე, არ ვენდობი ამ სასამართლოს.

მე მჯერა და დარწმუნებული ვარ, რომ სასამართლომ რა გადაწყვეტილებაც არ უნდა მიიღოს, ნიკა მელიას თავისუფლებას არაფერი ემუქრება. ნიკამ უკვე განაცხადა, რომ არ აპირებს დაემორჩილოს შეზღუდვებს და იმ კანონის აღსრულებას, რომელსაც პოლიტიკური სასამართლო დააკისრებს", - განაცხადა დეკანოიძემ.

შეგახსენებთ, რომ ამ წუთებში თბილისის საქალაქო სასამართლოში ნიკა მელიას საქმეზე სასამართლო პროცესი მიმდინარეობს. პროკურატურამ აღკვეთის ღონისძიების სახით მისი პატიმრობის მოთხოვნის შუამდგომლობა დააყენა.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42