საგანგებო ბრიფინგი პროკურატურაში - შოთაძის უწყებას ნიკა მელიას დაპატიმრების მოლოდინი აქვს
პოლიტიკა - 15:21, 17 Feb, 2021     981

ნიკა მელიას საქმის პროკურორმა მიხეილ სადრაძემ სასამართლო პროცესის დაწყებამდე ერთი საათით ადრე ჟურნალისტებთან გააკეთა კომენტარი და დარწმუნებით აღნიშნა, რომ მოსამართლე საგამოძიებო უწყების პოზიციას გაიზიარებს. მისი თქმით, მელიას მიერ განხორციელებული ქმედებები დიდ კონფლიქტში მოდის სამართლებრივ წესებთან:

"ეს შუამდგომლობა უკვე სასამართლოშია წარდგენილი. დღეს, 16:00 საათზე არის სხდომა ჩანიშნული. ამ სხდომაზე განიხილება შუამდგომლობა. სასამართლო მხარეების პოზიციებს მოისმენს და მიიღებს შესაბამის გადაწყვეტილებას. ჩვენი სამართლებრივი მოთხოვნა არის დასაბუთებული, არგუმენტირებული, კანონისმიერი, შესაბამისად გვაქვს გონივრული მოლოდინი იმის, რომ სასამართლო ჩვენს პოზიციას გაიზიარებს და ჩვენ სამართლებრივ მოთხოვნას დააკმაყოფილებს.

რაც შეეხება არგუმენტაციას, ბრალდებულის მიერ განხორციელებული ქმედებები ძალიან დიდ კონფლიქტში მოდის კანონის დანაწესებთან. მის მიმართ გამოყენებული აღკვეთის ღონისძიების სახით გირაოს არ გადახდა, ასევე გირაოს პირობების შეუსრულებლობა, ტირაჟირება იმის, რომ არ შეასრულებს სასამართლოს გადაწყვეტილებებს და კანონის მოთხოვნას არ დაემორჩილება, ფაქტობრივი მოცემულობაა, რაც საზოგაოდებისთვისაც ცნობილია.

სამართლებრივად სისხლის სამართლებრივ სივრცეში სხვა ალტერნატივა არ არსებობს, გარდა იმისა, რომ გამოყენებული იქნას პატიმრობა, იმისთვის რომ სისხლის საამრთლებრივ სივრცეში უზრუნველყოფილი იქნას ბრალდებულის სათანადო ქცევა, მისი გამოცხადება და ასევე ხელი არ შეეშალოს მართლმსაჯულების პროცესს და მის ჯეროვან განხორციელებას

თუ სასამართლო გაიზიარებს ჩვენს მოთხოვნას, რისი გონივრული მოლოდინიც გვაქვს, აღსრულების მექანიზმთან დაკავშირებით არის ძალიან მარტივი მოცემულობა, არსებობს შესაბამისი სამსახურები, რომელსაც დაევალებათ ამ გადაწყვეტილების შესრულება. როგორც წესი, მსგავსი შინაარსის გადაწყვეტილებები დროის უმოკლეს ვადაში უნდა აღსრულდეს. რა თქმა უნდა, არ არის კონკრეტული ვადა, მაქსიმალურად დროის მოკლე მონაკვეთში უნდა აღსრულდეს გადაწყვეტილებები, მითუმეტეს, იმ ფაქტობრივი მოცემულობის მხედველობაში მიღებით, რომ ბრალდებული საქართველოში იმყოფება, თუმცა მისი პოზიციები საზოგადოებისთვისაც ცნობილია. ნებისმიერ დროს როცა არსებობს შესაბამისი საფუძველი და სტანდარტი ხდება შესაბამისი სამართლებრივი მოთხოვნის დაყენება სასამართლოში. ეს სისხლის სამართლის საქმე განიხილება არსებითად სასამართლოში. სტანდარტი და მოთხოვნის საფუძველი, რომ ჩვენ მოგვეთხოვა ბრალდებულის მიმართ გამოყენებული აღკვეთის ღონისძიების შეცვლა უფრო მკაცრი ღონისძიებით, სწორედ სასამართლო განხილვის ფარგლებში მოხდა. შესაბამისად, სწორედ ამ დროის ამ პერიოდში დავაყენეთ ეს შუამდგომლობა, აქედან გამომდინარე, როდესაც არსებობს საფუძვლები, ყოველთვის, ნებისმიერ სტადიაზე შესაძლებელია ასეთი შინაარსის საკითხების განხილვა მოხდეს. აქედან გამომდინარე, შეზღუდვა ამისი არ არსებობს " - განაცხადა პროკურორმა.

შეგახსენებთ, რომ ნიკა მელიას სასამართლო პროცესი 16:00 საათზე საქალაქო სასამართლოში გაიმართება.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42