ნაციონალური მოძრაობის წევრი ხატია დეკანოიძე ევროკავშირის ელჩის მიერ მელიაზე გაკეთებულ განცხადებას ეხმაურება. მისი თქმით, დიპლომატის მიერ გაკეთებული შეფასება საკმაოდ მწვავეა, რადგან მან ხაზი გაუსვა საქართველოში არსებულ ისეთ უმძიმეს პრობლემას, როგორიცაა კანონის უზენაესობა:
"ბატონი ჰარცელის განცხადება დიპლომატიურ ენაზე იყო საკმაოდ მწვავე განცხადება, რომელიც შეეხებოდა იმ ძირითად ასპექტებს, რაზეც ჩვენ მუდამ ვსაუბრობთ. პირველი, ეს იყო ის, რომ თუ ხელისუფლემა ამ ნაბიჯს გადადგამს და გავრილოვის კიდევ ერთი პატიმრის კონფიგურაციას შეეცდება, მაშინ ეს უფრო გამოიწვევს პოლიტიკური სიტუაციის დაძაბვას. რა თქმა უნდა, ამით ძალიან მძიმე პოლიტიკური კრიზისი არ განიმუხტება, რომელიც დღეს საქართველოში არსებობს, მათ შორის, ერთპარტიული პარლამენტი. მეორე - ჰარცელმა ხაზი გასუვა უმძიმეს პრობლემას საქართველოში კანონის უზენაესობის თვალსაზრისით, კერძოდ, მან თქვა, რომ სასამართლოს ნდობის ხარისხი ძალიან დაბალია. ეს განცხადება ხაზს უსვამს იმას, რომ პოლიტიკური მართლმსაჯულება, რომელსაც ხელისუფლება იყენებს, არის ძალიან დიდი პრობლემა კანონის უზენაესობის მდგომარეობისთვის საქართველოში.
ხელისუფლება, რომელსაც კეთილგონიერება არ აქვს, ასევე თუ გავითვალისწინებთ მის მიერ გუშინ გადადგმულ ნაბიჯს, როცა გავრილოვის პირდაპირი მითითება შეასრულა, ამ ჩარჩოში მან მოუწოდა,რომ სასამართლოს უნდობლობის ხარისხი და პოლიტიკური კრიზისის გაღრმავება ხელს არ შეუწყობს მხარეებს შორის მოლაპარაკებების გაგრძელებას", - განაცხადა დეკანოიძემ.
შეგახსენებთ, რომ ევროკავშირის ელჩმა კარლ ჰარცელმა ცოტა ხნის წინ გააკეთა განცხადება, რომლითან ნიკა მელიას მიმართ სამართლებრივ დევნას გამოეხმაურა. ელჩმა აღნიშნა, რომ სასამართლო სისტემის მიმართ უნდობლობა და პოლარიზაციის მაღალი ხარისხი საკმაოდ დამანგრეველი კომბინაციაა.
მასალის გამოყენების პირობები






