დიპლომატი არ მორიდებია ისეთი ტერმინების გამოყენებას როგორიცაა "დემოკარტიისთვის სახიფათო ტრაექტორია და დამანგრეველი პოლიტიკური პროცესი".
მისი თქმით, მელიას გამო ოპოზიციას და ხელისუფლებას შორის შეთანხმების მიღწევა გართულდება.
ჰარცელის შეფასებით, ამჟამინდელი ვითარება ფეთქებადსაშიშია.
"ამ დღეებში ბევრს ვფიქრობდი ამ საკითხზე. სასამართლოს გადაწყვეიტლებამდე ამ საკითხზე კომენტარს არ გავაკეთებ. სხვადასხვა მოვლენის მიმდინარეობის ფონზე იზრდება ტემპერატურა. სიტუაცია არის ფეთქებადსაშიში და ყველას მართებს წინდახედულობა ამ ვითარებაში მოქმედებისას. საქართველოსთვის მთავარია, მუდმივად აშენონ ინსტიტუტები და განაგრძონ ამაზე მუშაობა. იმედი გვაქვს, სასამართლო და საარჩევნო რეფორმები განხორციელდება, რასაც მხარდაჭერა აქვს ევროკავშირის მხრიდან. პარტიების მხრიდან საჭიროა ისეთი ნაბიჯების გადადგმა, რაც დემოკრატიისთვის სასარგებლო იქნება. ნიკა მელიას საკითხის გამო, ვშიშობ, რომ დიალოგთან დაბრუნება და შეთანხმების მიღწევა, შეთანხმების გზების მოძიება უფრო გართულდება. მაგრამ ეს მხოლოდ ჩემი მოსაზრებაა. იმედი გვქონდეს, რომ ჩემი პროგნოზი არ გამართლდება". - უთხრა ჰარცელმა ჟურნალისტებს.
მის თქმით, საქართველოში პოლიტიკური ტემპერატურა ძალიან სწრაფად იმატებს.
"ვხედავ რისკს, რომ მოვლენების ასეთი განვითარებითა და ტრაექტორიით ჩვენ შევალთ უფრო მეტ განხეთქილებაში. ვშიშობ, რომ მელიას შემთხვევას პოლიტიკურ ლანჩაფტზე ფართო გავლენა ექნება, რაც შეიძლებელს გახდის საერთო ენის გამონახვვას და გამოსავლის პოვნასაც.
რაც შეეხება ამ პროცესის შემადგენლობას, მინდა ორი საკითხი გამოვყო. სასამართლო სისტემის მიმართ უნდობლობა და პოლარზაციის მაღალი ხარისხი - ამ ორი ფაქტორის კომბინაცია დამანგრეველია საქართველოს დემოკრატიისთვის. ეს სახიფათო ტრაექტორიაა.
მოვუწოდებ მხარეებს გადადგან ნაბიჯები, რომ არსებული ვითარება კიდევ უფრო არ გამწვავდეს"- აცხადებს დიპლომატი.
მასალის გამოყენების პირობები






