ხალხი საქართველოს მასიურად ტოვებს - ლადო კახაძე პრობლემას ვერ ხედავს
პოლიტიკა - 13:26, 17 Feb, 2021     2030

ოცნების დეპუტატის ლადო კახაძის განცხადებით, გასაკვირი არაა, რომ გერმანიაში სამუშაოდ წასვლის მსურველთა რაოდენობა ერთ დღეში 36 000-მდე დაფიქსირდა. მისი განმარტებით, საქართველოს ეკონომიკა არ არის ისეთი განვითარებული, რომ ამ ტევადობის ადამიანი დაასაქმოს. კახაძე აღნიშნავს, რომ ჩვენი მოქალაქეებისათვის გერმანიაში ლეგალური დასაქმების ფაქტორი ძალიან მნიშვნელოვანია:

"ჩემს ახალგაზრდობაში, მაშინ საბჭოთა კავშირი იყო, საქართველოდან სამუშაოდ მიდიოდნენ ჩრდილოეთ კავკასიაში, მიდიოდნენ უზბეკეთში. საერთოდ ასეთია წესი, მაგრამ ეს უნდა მოხდეს ლეგალურად, როდესაც აქედან იქნება სახელმწიფოს თანხმობა და დამალვა არ იქნება საჭირო. თუ ჩვენთან იქნება სამუშაო ადგილი, აქ მოვა ადამიანი. გერმანიაში მიდიან, გერმანიას თავისი საწარმოო პოტენციალის ასათვისებლად რესურსი არ გააჩნია. ჩვენ არ ვიცით, რომ ჩვენი ეკონომიკა იმ ტევადობის არ არის, რომ ბევრი ადამიანი დაასაქმოს? ჩვენ განვითარებად ეკონომიკა გვაქვს და ვცდილობთ მაქსიმალურად.

ადამიანებს, რომელთაც სახელმწიფოს მხარდაჭერით, ლეგალურად შეეძლებათ 3 თვით წავიდნენ, ამაში ცუდს რას ხედავთ? ჩვენ ხომ ვიცით, რომ გვიჭირს და მაქსიმალურად გვინდა, ადამიანმა შემოსავალი იშოვოს. ჩვენ რამდენი მეცნიერი გყვავს, ექიმი, ფილოსოფოსი, "აიტიშნიკები", რომლებიც წავიდნენ და უფრო ძვირადღირებულ ბაზარზე უფრო მეტი შემოსავალი მიიღეს. ის შემოსავალი მერე აქ უნდა შემოვიდეს, მერე შემოსავალი აქ რომ დაგროვდება, აქ შეიქმნა პოტენციალი. ეს გზა გასავლელი გვაქვს", - განაცხადა კახაძემ.

შეგახსენებთ, რომ გუშინდელი მონაცემების თანახმად, გერმანიაში დროებით დასაქმების პორტალზე ერთ დღეში საქართველოს 35 121 მოქალაქე დარეგისტრირდა. დასაქმების ხელშეწყობის სახელმწიფო სააგენტოს ინფორმაციით, გერმანიაში დასაქმება სეზონურ სამუშაოებზეა შესაძლებელი და ის სოფლის მეურნეობის სექტორს მოიცავს. ჩვენს მოქალაქეებს იქ დასაქმება მხოლოდ 3 თვით შეეძლებათ, ხოლო სეზონური სამუშაოები 1 აპრილიდან დაიწყება.







მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42