სკანდალი: "ოცნების" დეპუტატის პოილტიკური ვაჭრობა - ითხოვდა თუ არა ვასილ ჩიგოგიძე ენმ-ს სიაში ადგილს, მმართველ პარტიაში გადაბარგებამდე და რას პასუხობს პარლამენტარი მელიას
პოლიტიკა - 13:00, 17 Feb, 2021     1420

სანდალი - ოპოზიციის ინფორმაციით, "ქართული ოცნების“ დეპუტატი, ვასილ ჩიგოგიძე მმართველი პარტიის რიგებში გადაბარგებამდე "ნაციონალურ მოძრაობასთან" პარლამენტში გამსვლელ სიაში ჩამაზე მოლაპარაკებებს მართავდა.

ინფორმაცია გუშინ ენმ-ს თავმჯდომარე ნიკა მალიამ გააჟღერა.

ოპოზიციონერის ინფორმაციით, მიმდინარე წლის 15 თებერვალს ვასილ ჩიგოგოძემ ნიკა მელიას დაურეკა და უთზხრა, რომ იმუნიტეტის მოხსნას ხმას არ მისცემმდა. გუშინ კი მან ოპოზივიის ლიდერს იმუნიტეტი მოუხსნა.

დეპუტატი ჩიგოგიძე კი ბრალდების საპასუხოდ აცხადებს, რომ აბსურდია, თითქოს ნიკა მელიას ექვსჯერ დავურეკა და მხარდაჭერა გამოუცხადა:

"არ დამირეკავს რათა მეთქვა, მხარს გიჭერ და ჩემი იმედი გქონდესთქო. მას მხოლოდ იმის გამო ვურეკავდი, რომ კვირას, გვარამიას გადაცემაში მახსენა, ვასიკო ჩიგოგიძე გურიიდან სპეციალურად არ ჩამოდის, რომ კენჭისყრაში მონაწილეობა არ მიიღოსო. მისგან ეს გამიკვირდა. ჩემთვის ეს განცხადება იყო მიუღებელი და ორშაბათს მისი მოძებნა დავიწყე. ჩემს ტელეფონს არ იღებდა, მივწერე, ვასიკო ვარ ჩიგოგიძე და პასუხი გამეცი-თქო. პასუხი მაინც არ გამცა. მივმართე მის ადვოკატს, კონდახაშვილს, რომელიც ჩემი მეგობარია და ვუთხარი, გამაგებინე, რა საქციელია, რა უნდა, რეებს ამბობს-თქო. ადვოკატმა მითხრა, არ სურს, საუბარი და შემდეგ შეგხვდებაო. კიდევ მივწერე, დამელაპარაკე-მეთქი. დამირეკა და ატეხა როგორც სჩვევია გამოსვლელები, პანიკა, რატომ მაწუხებო, ტელეფონი გამითიშა, მასთან მეტი საუბარი არ მქონია.

ვუთხარი, შეხვედრა მინდა-თქო, რაზეო და რა ვალდებულება მაქვს შენთან, რომ მხარდაჭერა მეთქვა-თქო. ნიკა მელიასთან ის ურთიერთობა მქონდა, რომ ალბათ, მან ჩათვალა, მისთვის იმუნიტეტის მოხსნას ხმას არ მივცემდი. მასთან პირადი ნაცნობობა მაკავშირებს, ბავშვობის ძმაკაცები არ ვართ, მაგრამ ჩემთანაც ნამყოფია და მასთანაც ნამყოფი ვარ. შეხვედრა იმის გამო მინდოდა, რომ მისი პოზიცია არასწორად ჩავთვალე, გვარამია ეუბნებოდა, ხმას მისცემსო, ეს პასუხობდა, არ მისცემსო“, – განაცხადა ვასილ ჩიგოგიძემ.

რაც შეეხება საპარლამენტო სიას, "ოცნების" დეპუტატი ირწმუნება, რომ შეთავაზება მან მელიასგან მიიღო, თუმცა 'ნაციონალურ მოძრაობასთან" ალიანსი მისთვის მიუღებელი იყო.

„მე თავი არსად მიდრუზია, სადაც გადავწყვიტე შესვლა იქ შევედი, „ნაციონალებიდან“ იყო შემოთავაზება, რომ გამსვლელ სიაში ჩავეწერე და მეყარა კენჭი, მაგრამ უარი ვუთხარი ნიკას. ვუთხარი, ნიკა, ჩემო კარგო, მე „ნაციონალებთან“ ვერ შემოვალ და კარგად ბრძანდებოდეთ, დავემშვიდობე. ორჯერ დამიჭირეს „ნაციონალებმა“. დიდი განსხვავებაა მე სადაც ვარ იმ პარტიას და ნიკა სადაც იმყოფება, იმ პარტიას შორის,"- თქვა დეპუტატმა.

შეგახსენებთ, „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე ნიკა მელიამ „ტვ პირველის“ ეთერში განაცხადა, რომ ვასილ ჩიგოგიძე მასთან შეხვედრას ითხოვდა.

„გუშინ „ქართული ოცნების“ ერთი დეპუტატი მეხმიანება, შეხვედრას მთხოვდა,შევხვდეთო საერთო მეგობრის სახლშიო, ძალიან ცუდი საუბარი მქონდა. ვუთხარი, რომ შენთან არაფერი სალაპარაკო არ მაქვს, ხვალ ჩატარდება კენჭისყრა, შევხედავ კენჭისყრის შედეგებს, იქნება შენი ხმა დაფიქსირებული ჩემი დაჭერის სასარგებლოდ, იქნება, არ იქნება და მე დაგირეკავ მე თვითონ გნახავ. ექვსჯერ დამირეკა. დღეს ისეთი მიცა ხმა, მემგონი, ის ღილაკიც ჩაამტვრია, ეს იყო ვასილ ჩიგოგიძე, რომ კითხო, რიღსეული ადამიანია“, – განაცხადა მელიამ.







მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42