საქმე შეთითხნილია არა მხოლოდ მელიას, არამედ ყველა იმ ადამიანის დასასჯელად, რომელიც 20 ივნისს ქვეყნის ეროვნულ ღირსებას იცავდა - გიორგი ბოტკოველი
პოლიტიკა - 11:49, 17 Feb, 2021     763

ნაციონალური მოძრაობის წევრის გიორგი ბოტკოველის შეფასებით, ნიკა მელიასთვის წარდგენილი ბრალი არ არის მხოლოდ მელიას მიმართ სადამსჯელო ღონისძიება, ეს არის ყველა იმ ადამიანის დასჯის მცდელობა, რომელიც 20 ივნისს ქვეყნის ეროვნულ ღირსებას იცავდა. ბოტკოველის თქმით, ნაციონალური მოძრაობა ყველა კანონიერ გზას გამოიყენებს იმისთვის, რომ ოცნებას თავისი ჩანაფიქრის აღსრულებაში შეუშალოს ხელი:

„ქართული ოცნების“ მხრიდან არაფერი მოულოდნელი არ არსებობს, მაგრამ ერთი რამეა მთავარი, ის გადაწყვეტილება, რომელიც გუშინ მიიღო ე.წ არალეგიტიმურმა პარლამენტმა, დარწმუნებულ ვარ, გახდება კიდევ ერთი დამატებითი საკითხი ამ პარლამენტის არალეგიტიმაციის, იმიტომ, რომ იქ მიღებულია გადაწყვეტლება არა რომელიმე კონკრეტული პარლამენტის წევრის მიმართ, ამ შემთხვევაში, ნიკა მელიას მიმართ, არამედ ამ ქვეყნის საწინააღმდეგოდ, რომელიც პირდაპირ ემსახურება რუსულ წარმომადგენლობას საქართველოში, ამ შემთხვევაში, „ქართული ოცნების“ ქმედებებს და გავრილოვის დავალებას, რომელიც მან მიიღო საკუთარი ხელმძღვანელობისგან და უკვე გადასცა „ქართული ოცნების“ წარმომადგენლობას. ეს არის ბრალი, რომელიც არ არსებობს, ეს არის ბრალი, რომელიც არის შეთითხნილი და შექმნილი იმისთვის, რომ ბოლომდე გაანადგურონ ქართული სახელმწიფოებრიობა და დასაჯონ არა ნიკა მელია, არამედ ყველა ის ადამიანი, რომელიც 20 ივნისს იდგა იქ და გამოთქვამდა თავის სამართლიან პროტესტს ამ ქვეყნის გადარჩენისთვის. ვერაფერს ვერ იზამს „ქართული ოცნება“, მთავარი არის ერთი რამე, სიმართლე დგას ამ შემთხვევაში, ნიკა მელიას მხარეს. ჩვენი ქმედება იქნება ყველაფრით გამართლებული, ის, რომ ჩვენ ნებისმიერი ჩვენი ქმედებით არ მივცემთ „ქართულ ოცნებას“ და ამ ხელისუფლებას უკანონო ქმედების განხორციელების უფლებას. ამ დღეების განმავლობაში მუდმივად არა მარტო ნიკა მელიას, არამედ ყველა ჩვენგანის მხრიდან ჟღერდება ერთი მთავარი რამ, რომ ვერანაირად ვერ განახორციელებს იმას „ქართული ოცნება“, რომ დააკავონ ნიკა მელია,“- განაცხადა გიორგი ბოტკოველმა.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42