მოსამართლე ჩახნაშვილი სკანდალურ და პოლიტიკურ საქმეებში ფიგურირებს. ის 2019 წლის ივლისიდან არის თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის მოსამართლე.
ის ხაზარაძე-ჯაფარიძის საქმის განხილვის მოსამართლედ დაინიშნა.
2019 წელს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს არამოსამართლე წევრი, ანა დოლიძე აცხადებდა, რომ ნინო ჩახნაშვილი თელავიდან თბილისში უკონკურსოდ გადმოიყვანეს.
იუსტიციის საბჭოს ყოფილი წევრი ანა დოლიძე მაშინ ამბობდა, რომ ნინო ჩახნაშვილი მოსწონს „კლანს”.
ჩახნაშვილმი ის მოსამართლეა რომელმაც 2019 წლის ივლისში 20 ივნისის ღამის საქმეზეს არც ერთი პირი, მათ შორის არც მაკო გომური დაზარალებულად არ ცნო.
მანვე დატოვა პატიმრობაში გიორგი რურუა. მთავარი არხის მეწილემ ჩახნაშვილის აცილება არაერთხელ მოითხოვეს.
2020 წლის აპრილში ნინო ჩახნაშვილმა საქართველოს მესამე პრეზიდეტს მიხეილ სააკაშვილის საპრეზიდენტო ბიბლიოთეკაში გაჩენილი ხანძრის გამო ბრალდებულ ბადრი ქათამაძეს ორ თვიანი პატიმრობა მიუსაჯა.
ადვოკატები ამბობენ, რომ ნინო ჩახნაშვილი გახმაურებული საქმეების განხილვისას ობიექტური არ იყო და "პოლიტიკური საარჩულის მქონე" საქმეებზე ხელისუფლებისთვის მისაღები გადაწყვეტილებები მიიღო.
მასალის გამოყენების პირობები






