ქართული ოცნების თავმჯდომარე მიიჩნევს, რომ "პარტიულმა ტელევიზიებმა" ბილწსიტყვაობის დამკვიდრება სერიალებიდან დაიწყეს, რითიც საზოგადოების "ყური შეაჩვიეს" ენის შეურაცხყოფას.
ირაკლი კობახიძე ამ ყოველივეს ოპოზიციური პარტიების მიზანმიმართული ქმედებად აღიქვამს.
"ბილწსიტყვაობა არ არის მხოლოდ ადამიანის სიავის გამოვლინება, ეს არის მიზანმიმართული პოლიტიკა, რომელსაც ჩვენ ვხედავთ. თუ დააკვირდებით, პოლიტიკური ბილწსიტყვაობით არ დაწყებულა ის პროცესი, რომელსაც ჩვენ ვხედავთ დღეს პარტიულ ტელევიზიებში. თვიდან დაიწყო სხვა რამით, მაგალითად, სერიალებით და ასე შემდეგ, იქ ხდებოდა ყურის შეჩვევა ბილწისტყვაობისთვის.
აქაც პირდაპირ ჩანს, რომ კონკრეტული ელემენტი ჩვენი ეროვნული იდენტობის არ მოწონს და არ სიამოვნებს კონკრეტულ პოლიტიკურ ძალას და ისინი მიზანმიმართულად, სხვადასხვა ფორმით, მათ შორის ბილწსიტყვაობით აჩვევენ ყურს იმას, რომ შენ შეიძლება საკუთრი ენა შეურაცხყო", - თქვა კობახიძემ "იმედის" ეთერში.
"ოცნების" სპიკერმა "რადიკალური ოპოზიცია" მამულსა და რწმენასაც შეურაცხყოფაში, ეკლესიასა და პატრიარის შეურაცხყოფაში დაადანაშაულა.
მეტიც მან ოპოზიციის წარმომადგენლებს "უსამშობლო" ხალხი უწოდა.
მასალის გამოყენების პირობები






