ნიკა გვარამიასა და ნიკა მელიას შემდეგ პოლიტიკური რეპრესიების მორიგი სამიზნე ირაკლი ოქრუაშვილია, რომელიც ასევე ელოდება, რომ უახლოეს პერიოდში მის მიმართაც დაიწყება დევნა. "გამარჯვებული საქართველოს" ლიდერი ვარაუდობს, რომ მალე მის მიმართაც გააცოცხლებენ პოლიტიკურად მოტივირებულ საქმეს:
"არანაირი მნიშვნელობა ჩემთვის ამას არ აქვს. შარშანდელი ტენდენციიდან გამომდინარე ყველამ კარგად იცის, რომ ეს არის პოლიტიკური საქმე. პოლიტიკური მართლმსაჯულება ხორციელდება ივანიშვილის უშუალო გადაწყვეტილებით. აქედან, ვერც "ქართული ოცნება" ვერ მიიღებს ვერაფერ კარგს და ვერც მათი ხელისუფლება. თუ დროზე გააკეთებენ დასკვნებს, რომ ამ სისულელეებს მოეშვან, ძალიან კარგი მათთვის. რა თქმა უნდა, ჩვენც გარკვეული მოქმედებები გვექნება ამის საწინააღმდეგო, ესე წყნარად არ ჩავატარებინოთ მათ ეს უკანონობა",- განაცხადა ირაკლი ოქრუაშვილმა.
შეგახსენებთ, რომ გუშინ საპარლამენტო უმრავლესობამ ენმ-ს თავმჯდომარეს ნიკა მელიას სადეპუტატო მანდატი გაუუქმა, მისი სასამართლო პროცესი კი დღეს არის ჩანიშნული. დღესვე გაიმართება ნიკა გვარამიას საქმეზე სასამართლო სხდომა, რომელსაც გამოძიება რუსთავი 2-ის კუთვნილი ქონების გაფლანგვას ედავება.
მასალის გამოყენების პირობები






