ენმ-ს თავმჯდომარის ნიკა მელიას საქმეზე სასამართლო პროცესი დღეს 16 საათზე ჩაინიშნა. მოსამართლე ნინო ჩახნაშვილი მის მიმართ შეფარდებული ნაღკვეთის ღონისძიების - გირაოს გადასინჯვაზე იმსჯელებს.
გენერალურმა პროკურატურამ სასამართლოს მელიას მიმართ შეფარდებული აღკვეთის ღონისძიებით შეცვლის შუამდგომლობით გუშინ მიმართა. საქმის პროკურორის მიხეილ სადრაძის განცხადებით, პროკურატურა მისთვის პატიმრობის გამოყენებას მოითხოვს:
"ჩვენ მიგვაჩნია, რომ შუამდგომლობა აბსოლუტურად დასაბუთებულია, უბრალოდ, სხვა გზა სამართლებრივად არ არსებობს გარდა პატიმრობის გამოყენებისა, აქედან გამომდინარე, ჩვენი მოთხოვნა დასაბუთებული, კანონიერია, თუმცა,ბუნებრივია, გადაწყვეტილება სასამართლოზეა. ჩვენ ამის გონივრული მოლოდინი გვაქვს",- განაცხადა სადრაძემ.
შეგახსენებთ, რომ გუშინ საპარლამენტო უმრავლესობამ მისთვის მანდატის გაუქმების საკითხს მხარი დაუჭირა.
მასალის გამოყენების პირობები






