თბილისის საქალაქო სასამართლოში კარტოგრაფების სასამართლო პროცესი გაიმართა.პროცესზე მტკიცებულებების დასაშვებობაზე იმსჯელეს. მხარეების მიერ წარმოდგენილი ყველა მტკიცუბლება დასაშვებად იქნა ცნობილი, მათ შორის 200 000-იანი რუკები, რომლებსაც დაცვის მხარე არაკანონიერი გზით მოპოვებულად თვლის, ასევე, დასაშვებად ცნეს ივერი მელაშვილის საჯარო განცხადებები.
სასამართლო დარბაზიდან გამოსულმა ივერი მელაშვილმა რამდენიმე საათში TV ეთერში განცხადება გააკეთა:
"როცა ხაზს უსვამ და წყვეტ, რომ არა, გინდა თუ არა ჩემია, როგორ არის შენი, როცა არ არის?! არ გაქვს ამის საფუძველი და იქ ვიღაცა, უკაცრავად და, ბერი იქნება თუ ერის წარმომადგენელი იქნება, თუ ზოგი მივა და კელიებთან პოზირებას დაიწყებს, ამის გამო ეუბნები, რომ ჩემია. არ არის სწორი. არ არის შენი, არ დაგითმობს არასდროს", — განაცხადა მელაშვილმა.
მასალის გამოყენების პირობები






