"დანაშუალი ახლა შიში და უკან დახევაა" - ასე აფასებს ერთიანი ნაციონალური მოძრაობის თავმჯდომარე ნიკა მელია მისთვის მანდატის მოხსნას და შემდგომ პროცესებს.
"გავრილოვის დავალება შესრულებელია ამას კარგად ხედავს საზოგადოება. ეს არ იყო ჩემთვის გამოტანილი ვერდიქტი, ამ ადამიანებმა, პარლამენტარებად წოდებულებმა და რუსეთის მე-5 კოლონამ განაჩენი გამოუტანა ყველას, ვინც 2019 წლის 20 ივნისს აღშფოთდა და ქუჩაში გამოვიდა. ვინც გააპროტესტა და სამშობლოს გამოესარჩლა. ვერდიქტი გამოუტანეს ყველას, ვინც მსხვერპლი იყო, ვისაც ტყვიები ესროლეს, ხელკეტი მოუქნიეს, დევნა ახორციელეს. ვისაც თვალები დათხარეს და სამშობლო მოსტაცეს. ყველას მინდა ვუთხრა, მე არ და ვერ შევეგუები ჩვენი სამშობლოს დამცირებას, არ გავრილოვის განაჩენს. ახლა არ არის დრო პარტიული პოლიტიკის, ერთ მხარეს არის ქართული ეროვნული მოძრაობა და მეორე მხარეს ოკუპანტი რეჟიმი, ერთ მხარესაა თავისუფლება და მეორე მხარეს მონობა. ამიტომ, შეუძლებელია უკან დახევა. ბრძოლა იქნება ბოლომდე, გამარჯვებამდე. სანამ არ ვუზრუნველყოფთ ამ ქვეყნის თავისუფლებას. ყველას მადლობა მხარდაჭერისთვის. თუ კი ახლა რამეა დანაშუალი, შიში და უკანდახევაა. გამარჯვებამდე დაგემშვიდობებით".
მასალის გამოყენების პირობები






