დეპუტატ ფრიდონ ინჯიას განცხადებით, ნიკა მელია "დაამშვენებდა პარლამენტს" და უფრო მეტი სარგებლის მიტანა შეეძლო საკანონმდებლო ორგანოში ყოფნით.
"დაგვაკლდა, აი. ნამდვილად გეტვყით, რომ ნიკა მელიას გაცილებით მეტი შეუძლია მოიტანოს პარლამენტის დარბაზში, ვიდრე ეხლა ის სხვის თამაშს თამაშობს", - უთხრა მან მედიას.
კითხვაზე, ვის თამაშს თამაშობს მელია, ინჯია ამბობს, რომ ეს საკითხი "კარგად აქვს დალაგებული თავში".
"ეს ცალკე საუბრის საგანია, 2 სიტყვით მაგას ვერ გეტყვით, მაგრამ კარგად ვიცი. კარგად დალაგებულია ჩემს თავში, როგორ დაიწყო გავრილოვი, გავრილოვის შემდეგ ის ღამე, იმის შემდეგ გმირი გაფრინდაშვილი, მერე არჩევნები, მერე გაყოფა და დაშლა ზოგიერთი პოლიტიკური პარტიის, მერე მცდელობა მათი რეანიმაციის და რომ დავამთავროთ, გინდაც კაფე-ბარები ჯაფარიძის. ეს ერთი თამაშია, ერთი სცენარია".
მასალის გამოყენების პირობები






