ქართული ოცნების დეპუტატი დაჩი ბერაია პარლამენტის პლენარულ სხდომაზე, პროკურორ ამირან გულუაშვილს კითხვით მიმართა და დაინტერესდა - იმ შემთხვევაში, თუ ვინმე მელიას გირაოს გადაიხდის, შესაძლებელი იქნება თუ არა ანონიმურობის დაცვა.
დეპუტატს აინტერესებს, როდემდე აქვს შესაძლებლობა მელიას, რომ გირაო გადაიხადოს.
"ორი ტექნიკური შეკითხვა მაქვს: პირველი : ამ შემთხვევაში ბრალდებულს შეეზღუდა თუ არა გირაოს გადახდის შესაძლებლობა ვადის ამოწურვის შემდეგ და შეეზღუდება თუ არა დღეს, თუ იმუნიტეტის მოხსნა დაფიქსირდება. როდემდე აქვს შესაძლებლობა, გადაიხადოს გირაოს თანხა? და მეორე - თუ რომელიმე პიროვნება გამოხატავს სურვილს და გადაიხდის გირაოს თანხას ანონიმურად, შეძლებს თუ არა ამ ანონიმურობის დაცვას და საზოგადეობრივი ინტერესის შემთხვევაში, იქნება თუ არა შესაძლებელი გახმაურდეს ვინ გადაიხადა გირაოს თანხა ასეთის არსებობის შემთხვევაში", - მიმართა ბერაიამ პროკუროს.
მასალის გამოყენების პირობები






