ევროპარლამენტრი რასა ჯუკნევიანიჩი ტელეკომპანია მთავარის ეთერში ნიკა მელიას საქმეს ეხმაურება. მისი თქმით, ევროპარლამენტში შეშფოთებას იწვევს ის ფაქტი, რომ საქართველოში მიმდინარე პოლიტიკური პროცესები კრემლთან არის კავშირში:
"საქართველოს ყველა მეგობარი ევროპარლამენტში ყოველთვის ძალიან შეშფოთებულია, როდესაც ასეთი ამბები მოდის. განსაკუთრებით ცუდია, როდესაც ჩვენ გვესმის საქმეები დაკავშირებული კრემლის გავლენებთან და გავრილოვის ამბავიც კრემლთან არის მიმართებაში.
მე ვთხოვ საქართველოს პოლიტიკური სპექტრის ყველა მხარეს, ამას ხაზს ვუსვამ, ყველა მხარეს, რომ გააცნობიერონ სიტუაციის მნიშვნელობა. ამერიკაში ახალი ადმინისტრაციაა და ევროკავშირშიც ახალ მოლაპარაკებებს დავიწყებთ. ახალი სიტუაცია შეიძლება შეიქმნას საქართველოსთვის და უკრაინისთვის, ასე რომ შეიძლება იყოს სერიოზული გარღვევა საქართველოს ევროატლანტიკური ინტეგრაციის მხრივ. ამიტომ ყველა ასეთი სახის ახალი ამბავი არის საქართველოს ინტერესების წინააღმდეგ", - აცხადებს ჯუკნევიანიჩი.
შეგახსენებთ, ამ წუთებში პლენარულ სხდომაზე ნიკა მელიასთვის მანდატის გაუქმების საკითხს განიხილავენ.
მასალის გამოყენების პირობები






