გავრილოვის მასპინძელი "ქართული ოცნება" ჩიხშია - 20 ივნისის სისხლიანი ღამის ავტორების მუქარა დემოკრატიულ ოპოზიციას
პოლიტიკა - 13:21, 16 Feb, 2021     1023
"ქართული ოცნება" ოპოზიციას კრემლთან კავშირში ადანაშაულებს. მმართველი პარტიის სპიკერი, მამუკა მდინარაძე აცხადებს, რომ რუსეთის კომუნისტური პარტიის წევრის, სერგეი გავრილოვისა და ნაციონალურუი მოძრაობის მოქმედებები თანხვედრაშია.

"20 ივნისი ეს იყო გავრილოვის პროვოკაცია და მელიას ღამე"- ამბობს მდინარაძე და ირქმუნება, რომ "პროვოკაციას აღკვეთავენ 2021 წელსაც".
"სერგეი გავრილოვი რადიკალური ოპოზიციის მოკავშირე პროვოკატორი და მაშველი რგოლია. პუტინის რუსეთი ყოველთვის აკეთებს იმას, რაც სჭირდება ნაციონალურ მოძრაობას და დესტაბილიზაციას საქართველოში. ნაციონალური მოძრაობა ყოველთვის აკეთებს იმას, რაც სჭირდება პუტინის რუსეთს და დესტაბილიზაციას საქართველოში. ნაცმოძრაობის ანტირუსული რიტორიკა ყალბია. ნაცმოძრაობის პროდავასლური რიტორიკა შესაბამისად, კიდევ უფრო ყალბია. 20 ივნისი ობიექტურად შეიძლება შეფასდეს, როგორც "გავრილოვის პროვოკაციის დღე და მელიას ღამე". ნიკანორ მელია შეგნებულად და კონკრეტული მიზნით გადის კანონის ჩარჩოებიდან. ე.წ. გაყალბებული არჩევნების ჩავარდნილი და მხილებული პროექტის ფონზე, ნაცები დახმარებისთვის ისევ გავრილოვს მიმართავენ. გავრილოვი-მელიას 2019 წლის 20 ივნისის დესტაბილიზაციის გეგმა ჩავარდა, გავრილოვი-მელიას 2021 წლის თებერვლის დესტაბილიზაციის გეგმაც ჩავარდება. ამაზე ქართული სახელმწიფო იზრუნებს"- აცხადებს მდინარაძე.

შეგახსენებთ, რომ სერგეი გავრილოვმა "ტვ პირველთან" კმაყოფილება ვერ დამალა ნიკა მელიას შესაძლო დაკავების გამო.
მისი თქმით, ოპოზიცია 20 ივნისს სახელმწიფიო გადატრიალებას ცდილობდა. ეს განცხადება ერთი-ერთში ემთხვევა ქართული ოცნების რიტორიკას.




მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42