პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის ანრი ოხანაშვილის შეფასებით, ნიკა მელია, გავრილოვი და ნაციონალური მოძრაობა ერთი მედლის ორი მხარეა. მისი განმარტებით, ენმ-ს ყოველთვის მაშველ რგოლად მოჰყავს ოკუპანტი ქვეყნის წარმოამდგენელი:
"ყოველთვის მაშველ რგოლად ნაციონალურ მოძრაობას ჰყავს ოკუპანტი ქვეყნის წარმომადგენელი. ერთ დღეს გავრილოვი გავისტუმრეთ საქართველოდან იმ ქმედებისთვის, რაც ჩვენი ქვეყნის ინტერესების საწინააღმდეგო იყო. შესაბამისად, მაშველ რგოლად ევლინება ხოლმე ნაციონალურ მოძრაობას. ჩემთვის ნიკანორ მელია, გავრილოვი და ნაციონალური მოძრაობა არის ერთი მედლის ორი მხარე" - განაცხადა ოხანაშვილმა.
შეგახსენებთ, რომ კომიტეტმა პროკურორის შუამდგომლობას მელიასთვის მანდატის გაუქმების საკითხზე მხარი დაუჭირა, ცოტა ხანში კი საკითხი პლენარულ სხდომაზე გავა განსახილველად.
მასალის გამოყენების პირობები






