პარლამენტის განათლების კომიტეტის თავმჯდომარე თეა წულუკიანი, რომელიც კორონავირუსის გამო ვერ ესწრება პლენარულ სხდომას, სადაც ნიკა მელიასთვის სადეპუტატო მანდატის გაუქმების საკითხი უნდა განიხილონ, სოციალურ ქსელში აცხადებს, რომ ნებისმიერ შემთხვევაში მხარს უჭერს ნაციონალური მოძრაობის თავმჯდომარისთვის იმუნიტეტის მოხსნას:
"სამწუხაროდ, დღეს ვერ ვესწრები სხდომას. მაგრამ ვიცი, რომ საქართველოს პარლამენტი ერთადერთ სწორ გადაწყვეტილებას მიიღებს და მავანის პოლიტიკანობაზე მაღლა დააყენებს კანონს და სახელმწიფოს! ჩემი ერთი ხმაც ამ გადაწყვეტილებას ეკუთვნის.
დღეს საქართველოში პოლიტიკურ გმირად ვერ (ვეღარ) ჩამოყალიბდები ძლივს შექმნილ დამოუკიდებელ სახელმწიფოზე და მის პარლამენტზე შტურმის გზით, "ბიძიკო", - წერს წულუკიანი ფეისბუკის საკუთარ გვერდზე.
შეგახსენებთ, რომ კომიტეტმა პროკურორის შუამდგომლობას მელიასთვის მანდატის გაუქმების საკითხზე მხარი დაუჭირა, ცოტა ხანში კი საკითხი პლენარულ სხდომაზე გავა განსახილველად.
მასალის გამოყენების პირობები






