საპროცედურო საკითხთა და იურიდიულ საკითხთა კომიტეტების ერთობლივ სხდომაზე, სადაც პროკურორმა ამირან გულუაშვილმა კომიტეტის წევრებს გენერალური პროკურორის შუამდგომლობა გააცნო, ნიკა მელიასთვის სადეპუტატო მანდატის გაუქმებას უმრავლესობამ მხარი დაუჭირა. წინაღმდეგი იყო მხოლოდ ერთი - მოქალაქეების წევრი და ვიცე-სპიკერი ლევან იოსელიანი.
მანდატის გაუქმებით, კომიტეტმა მხარი დაუჭირა გენერალაური პროკურორის შუამდგომლობას ნიკა მელიას მიმართ აღკვეთის ღონისძიებად პატიმრობის გამოყენებაზე სასამართლოს მიმართოს.
საკითხს დღესვე გაიტანენ განსახილველად პარლამენტის პლენარულ სხდომაზე. როგორც იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ ანრი ოხანაშვილმა განაცხადა, პარლამენტი გენერალურ პროკურატურას აძლევს შესაძლებლობას, რომ მელიას მიმართ პატიმრობის ღონისძიება იყოს გამოყენებული, თუმცა, საბოლოო გადაწყვეტილება სასამართლოზეა დამოკიდებულია.
მასალის გამოყენების პირობები






