ნიკა მელიას საქმის პროკურორი ამირან გულუაშვილი ამბობს, რომ ენმ-ს თავმჯდომარესთან მიმართებით, ერთადერთი ალტერნატივა პატიმრობაა.
საპროცედურო საკითხთა და წესების და იურიდიულ საკითხთა კომიტეტების სხდომაზე მისულმა გულაშვილმა თქვა, რომ ნიკა მელიას არ სურს მასზე დაკისრებული გირაოს გადახდა, სხვა სამართლებრივი მოცემულობა ამ საკითხს არ აქვს.
"ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე მოგმართავთ წინადადებით, მიიღოთ გადაწყვეტილება ნიკა მელიას მიმართ გამოყენებული აღმკვეთი ღონისძიების გირაოს უფრო მკაცრი აღმკვეთი ღონისძიებით პატიმრობით შეცვლის შესახებ".- განაცხადა გულუაშვილმა.
გენერალური პროკურატურა 2019 წლის 20 ივნისის საქმეზე მელიასთვის აღკვეთის ღონისძიების - გირაოს, უფრო მკაცრი ღონისძიებით - პატიმრობით შეცვლას ითხოვს, ამისთვის კი საპარლამენტო იმუნიტეტის მოხსნაა საჭირო, რასაც მელია "ჰაყალბებული არჩევნების" შემდეგ ისედაც ითხოვს.
ცნობილია, რომ საპარლამენტო უმრავლესობა მელიასთვის სადეპუტატო იმუნიტეტის მოხსნის საკითხს მხარს დაუჭერს.
მასალის გამოყენების პირობები






