"წითელგულებიანი ტორტი მივუტანე პატივცემულებს, იქნებ ასე მაინც მოვთაფლო ეს ხალხი" - "ჯაფარასთან" პოლიციელებს ტორტი მიართვეს
პოლიტიკა - 23:07, 15 Feb, 2021     1073

"გირჩი - მეტი თავისუფლების" წევრი, ნიკა მოსიაშილი დალუქულ "ჯაფარას" ბართან მყოფ პოლიციელებს ტორტით გაუმასპინძლდა და იმედი აქვს, რომ "წითელგულებიანი ტორტით მაინც მოთაფლავს".

მოსიაშვილს პროტესტის მიუხედავად, არ აქვს იმედი რომ პოლიცია დალუქულ ობიექტს გახსნის.

"დღეს პატივცემულებთან მოვედი ხილის ტორტით, მოვედი იმიტომ, რომ ბარი, რომელიც ჩაგვიკეტეს და დაგვილუქეს იქ გვქონდა ტორტი. დღის განმავლობაში მოსული ვიყავი, მართლა ძალიან მინდოდა და არ შემიშვეს. მოგვიანებით ვჭამოთო ასე მითხრეს, მოვედი და იმედი მაქვს, რომ ახლა ესენიც შეჭამენ, ასე მაინც მოვთაფლო ეს ხალხი, სხვანაირად არ ჭრის არაფერი... წითელგულებიანი ტორტი მოვუტანე პატივცემულებს.

მე ვარღვევ ხოლმე კომენდანტს, ჩემთვის აღარ არსებობს. ერთხელ დავარღვიე 2000 ლარიანი ჯარიმა დამიწერეს, მერე გავაპროტესტე და დავარღვიე დემონტრაციულად პარლამენტის წინ... ახლა მოვედი ტორტი მოვიტანე, უკვე სისხლის სამართლის საქმეა და ტორტის გამო ხომ არ დამიჭერენ, სირცხვლია.

არ ვიცი, როდის მოგვცემენ ​ბარში შესვლას უფლებას. მგონი, სანამ კომენდანტის საათი არ დამთავრება, კორონა არ წავა და მზე დასავლეთიდან არ ამოვა, მანამდე ესენი ალბათ უფლებას არ მოგვცემენ... დავალება აქვთ ამათ და ამიტომ დგანან, ის, რაც თვითონვე დალუქეს, რომ სხვა ადამიანმა არ მოხსნას ლუქი", - ამბობს ნიკა მოსიაშილი Facebook-ის ლაივში.

შეგახსენებთ, რომ ბარი 13 თებერვალს "გირჩი-მეტი თავისუფლების" თავმჯდომარემ, ზურაბ ჯაფარიძემ დემონსტრაციულად გახსნა და ამ ფორმით პოლიტიკური დაუმორჩილებლობა გამოაცხადა. ჯაფარიძე იმავე ღამეს 2 ათასი ლარით დააჯარიმეს. ამის მიუხედავად, "ჯაფარასთან" მეორე დღესაც, 14 თებერვალს, იგივე დროს, 19 საათზე გაიხსნა. ამჯერად პოლიციამ ის დალუქა.








მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42