"ენმ"-ს თავმჯდომარე, ნიკა მელია , სფფ-ს პრეზიდენტსა და გლდანის ოლქში, მის კონკურენტზე "ქართული ოცნებიდან", ლევან კობიაშვილს პასუხობს და აცხადებს, რომ არჩევნები მოუგო , გამარჯვება მოპარა, ოფისიც დაუწვა და ახლა კი მეორედ უპირებს დაჭერას - ამის შესახებ მელია "ფეისბუქზე" პოსტს აქვეყნებს:
"რა ამის პასუხია და ლევან კობიაშვილი გამახსენდა .
არჩევნები მოვუგე, გამარჯვება მომპარა,ოფისი დამიწვა, ხალხი იარაღით არბენინა და ახლა თითის ერთი გაქნევით მეორედ მიპირებს დაჭერას.
ყოჩაღ! დაჯექი ხუთიანი!" , - წერს მელია
შეგახსენებთ, რომ ხვალ, 16 თებერვალს ერთპარტიული პარლამენტი ნიკა მელიასთვის დეპუტატის იმუნიტეტის მოხსნას უყრის კენჭს - "ქართულ ოცნებას" პოლიტიკური გადაწყვეტილება მიღებული აქვს. რაც იმას ნიშნავს, რომ მელიას სადეპუტატო იმუნიტეტს კიდევ ერთხელ მოუხსნის და პროკურატუირას მის დასაკავებლად გზას გაუხსნის.
მასალის გამოყენების პირობები






