"არასოდეს მომიწევია მარიხუანა, მით უფრო იაგო ხვიჩიასთან ერთად" - კახა კუკავა ხვიჩიას პასუხობს
პოლიტიკა - 20:01, 15 Feb, 2021     878

პარტია "თავისუფალი საქართველოს" თავმჯდომარე კახა კუკავა "გირჩის" ლიდერს, იაგო ხვიჩიას პასუხობს, რომელმაც განაცხადა რომ მარიხუანა კუკავასთანაც მოუწევია და ამის წამოძახება არასწორია, და აცხადებს რომ არასდროს მიუღევია.

კახა კუკავა მიიჩნევს, რომ "გირჩი" სახელისუფლებო ბანაკშია და მის გზავნილებს იმეორებს.

"თავიდანვე ეს იყო პროვოკაციაზე გათვლილი ნაბიჯი, როცა მოვიდნენ შეხვედრაზე, რომელზეც არ იყვნენ მოწვეულები. მე რომ მივიდე "ქართული ოცნების" ღონისძიებაზე, შევაჭრა მათ პოლიტსაბჭოზე და ვთქვა, რომ გინდა თუ არა მომისმინეთ, ხომ იქნება ეს ცალსახა პროვოკაცია?! სწორედ ასეთი ნაბიჯი გადადგეს ამ ადამიანებმა, რომლებიც არ იყვნენ მოწვეულნი. როცა მოვიდნენ, სთხოვეს, რომ დაეტოვებინათ შეხვედრა და ამის შემდეგ იყო სიტყვიერი გადაძახილი. მე პირადად, ადამიანურადაც დამწყდა გული, რადგან წლების მანძილზე მქონდა მათთან ურთიერთობა.

არასოდეს არ მომიწევია მარიხუანა, მით უფრო, იაგო ხვიჩიასთან ერთად. მის ყველა განცხადებას ხომ არ გამოვეხმაურები, დილითაც არასწორად გამოიტანა შიგნიდან ინფორმაცია და გამოვეხმაურე ჩემი ფეისბუქის მეშვეობით. ცუდია, რომ ადამიანებს ასეთი განცხადებების გაკეთება უწევთ, მაგრამ კარგია, რომ "გირჩი" უკვე ხელისუფლების ბანაკშია და არა ოპოზიციის, ვფიქრობ, რომ ოპოზიცია ამით მხოლოდ გაძლიერდება.

ისინი შემდგარი არიან ელისაშვილის გზაზე. გასაგებია, რომ მათი ბოლო პარლამენტშია და ეს პროცესი დიდხანს არ გაიწელება. ისინი იმეორებენ სახელისუფლებო, პროპაგანდისტული მესიჯბოქსის ყველა მნიშვნელოვან საკითხს. დღესაც იმიტომ მოვიდნენ შეკრებაზე, რომ გაეკეთებინათ სამთავრობო ტელევიზიებისთვის ჰედლაინები, რომ ხმაური და გაწევ-გამოწევა იყო ოპოზიციის შეკრებაზე. ისინი ასევე იმეორებენ ხელისუფლების მესიჯბოქსის ძირითად გზავნილს, რომ ყველა, ვინც ბოიკოტს უცხადებს პარლამენტს და უპირისპირდება ხელისუფლებას, მიშას თამაშს თამაშობს. ეს ხომ ყველამ ვიცით, რომ არის კობახიძის, მდინარაძის და ა.შ. მესიჯები. ისინი უკვე სახელისუფლებო ბანაკში არიან, ამაში ჩვენ არ ვერევით, უბრალოდ ვთხოვთ, რომ იარონ კობახიძე-მდინარაძესთან თათბირებზე და და ჩვენს შეკრებებზე რაიმე დისონანსის მოსაწყობად ნუღარ გამოცხადდებიან,"--განაცხადა კახა კუკავამ "კურიერში".





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42