"გირჩი- მეტი თავისუფლების" ლიდერი , ზურა ჯაფარიძე , აღმაშენებლის 45-ში, დალუქული ბარის ლუქის ასახსნელად მივიდა, თუმცა ადგილზე მობილზიებულმა პოლიციამ მას ამის საშუალება არ მისცა.
შეგახსენებთ, რომ ბადრი ჯაფარასთან" დღეს გამთენიას დალუქეს, რადგან შრომის ინსპექცია ირწმუნებაა, რომ იქ დააფიქსირეს "არანებადართული ეკონომიკური საქმიანობის" განმეორება
ცნობისთვის, ბარი 13 თებერვალს "გირჩი მეტი თავისუფლების" ლიდერმა დემონსტრაციულად გახსნა, და ამ ფორმით პოლიტიკური დაუმორჩილებლობა გამოაცხადა.ადგილზე მუნიციპალური და შრომის ინსპექციის წარმომადგენლები მალევე მივიდნენ და ზურა ჯაფარიძე 2 ათასი ლარით დააჯარიმეს, თუმცა ობიექტმა გუშინ, 14 თებერვალსაც განაახლა მუშაობა. ადგილზე სამართალდამცველები გუშინაც მივიდნენ.
აქვე გეტყვით, რომ დალუქვის მიუხედავად კი ბარი "ჯაფარასთან" დღეს 19:00 საათზე ისევ გაიხსნება.
მასალის გამოყენების პირობები






