საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი მამუკა მდინარაძე ოპოზიციური პარტიების შეხვედრას აფასებს.
"რაღაც შეკრებაზე, ისევ და ისევ შალვა ნათელაშვილის ფანჩატურში შევიდნენ როგორც ჩვეულებრივი რადიკალური ოპოზიციის წარმომადგენლები და გამოვიდნენ როგორც ანარქისტები, რომლებიც ფიზიკურ ზეწოლას თუ დაპირისპირებას აანონსებენ და ამისკენ მოუწოდებენ თავიანთ თანაგუნდელებს და მხარდამჭერებს. ეს არის დაუშვებელი. გასაგებია, რომ ხელისუფლება არის ჰუმანური, ზოგადად ეს ნიშა გვიჭირავს, მაგრამ კანონის ჩარჩოებიდან გასვლა არის ის წითელი ზღვარი, რომელსაც სახელმწიფო და ვერცერთი ხელისუფლება ვერ დაუშვებს, როდესაც დემოკრატიული განვითარების გზაზე დგას ქვეყანა"- აცხადებს მდინარაძე.
ოპოზიცია ისევ ერთიანია. ისინი აქციებს აანონსებენ. ხელისუფლების ოპონენტებიაცხადებენ, რომ თუ ხელისუფლება ნაციონალური მოძრაობის თავმჯდომარის, ნიკა მელიას დაპატიმრებას გადაწყვეტს, მას ფიზიკურად დაიცავენ.
მასალის გამოყენების პირობები






